Student's Portal

სამეცნიერო ღონისძიებები

სამეცნიერო ღონისძიებები, როგორც სამეცნიერო კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა, კვლევის მიმართულებით, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ერთ-ერთი პრიორიტეტული აქტოვობაა. სამეცნიერო ღონისძიებები მნიშვნელოვანია კვლევების, მიღებული შედეგების გაზიარების, და კვლევითი თანამშრომლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მეცნიერებისთვის, მკვლევარებისთვის და ასევე კვლევებით დაინტერესებული პირებისთვის აქტივობა წარმოადგენს საკუთარი მოსაზრებების და პარტნიორებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას, რაც მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.