სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური აკადემიის ხელმძღვანელები

საბა ზაქრაძე

კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

გიორგი ბუღაძე

სტუდენტების ეთიკური ქცევის, პროფესიონალიზმის და კეთილდღეობის ხელმძღვანელი

თამარ დანდურიშვილი

ოპერაციების ხელმძღვანელი

აფსანა ხან ალაუდეენ

ოპერაციების ხელმძღვანელი

ხელოვნების კლუბი

ხელოვნების კლუბი არის ადგილი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ შეკრება და კრეატიული გზებით ხელოვნების შესწავლა.

ხელოვნების კლუბის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ სხვადასხვა განხრით, მათ შორის ფერწერასთან, ხატვასთან და ფოტოგრაფიასთან. ასევე, შეისწავლიან ახალ ტექნიკებს, განიხილავენ სხვადასხვა მხატვარს და იმუშავებენ ჯგუფში.

ყოველკვირეული შეხვედრების გარდა, სტუდენტებს შეუძლიათ მოაწყონ ექსკურსიები ხელოვნების მუზეუმებსა და გალერეებში, ასევე უმასპინძლონ სტუმარ მხატვრებს.

გიზიარებთ სტუდენტური აკადემიის მიერ წარმოდგენილ იდეებს. მნიშვნელოვანია აღნიშვნა, რომ მოცემული იდეები ეხება მხოლოდ მედიცინისა და ხელოვნების თანხვედრას, თუმცა კლუბი ამით არ შემოიფარგლება.

  • ხატვა სამედიცინო ცნებებისა და მონაცემების ვიზუალიზაციისთვის;
  • ფოტოგრაფიის შესწავლა;
  • გრაფიკული დიზაინის შესწავლა სამედიცინო ბროშურების, პლაკატებისა და პრეზენტაციების შესაქმნელად;
  • გრაფიკული ხელოვნება დიაგრამების, ილუსტრაციების შესაქმნელად;
  • კერამიკა და სხვა ხელნაკეთობები ორგანოებისა და სხეულის ნაწილების მოდელების შესაქმნელად;
  • არტთერაპია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული იდეები დაკავშირებულია მედიცინის სფეროსთან, ხელოვნების კლუბში შეხვედრები არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ თემებით. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთდაინტერესდნენ და ჩაერთონ არტ თერაპიის კურსში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუდენტურ აკადემიას.

 

სპორტის კლუბი

სპორტის კლუბი არის სტუდენტების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს განახორციელოს სხვადასხვა სპორტული აქტივობა. სპორტის კლუბის ფარგლებში, სტუდენტებს  საშუალება აქვთ დაეუფლონ სპორტის სხვადასხვა სახეობას, ჩაერთონ სპორტულ აქტივობებსა და შეჯიბრებებში.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ნუგზარ გოგუა - n.gogua2020@tma.edu.ge 

 

ეკო კლუბი

ეკო კლუბი არის სტუდენტების მიერ შექმნილი სანიაციატივო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოს მდგრადობას. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, როგორიცა: გადამუშავებისა და კომპოსტირების ხელშეწყობა, საზოგადოებში ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხებისა და ეკოლოგიურად სუფთა პოლიტიკის ადვოკატირება. 

ერთობლივი მუშაობით, წევრებს შეუძლიათ განახორციელონ რეალური ცვლილებები და დაეხმარონ პლანეტის დაცვას მომავალი თაობებისთვის. 

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

საბა ზაქრაძე - s.zakradze2022@tma.edu.ge

დებულება

რეგულაციები - სტუდენტური გაერთიანების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ სტუდენტური გაერთიანების ხელმძღვანელებისა და წევრების პასუხისმგებლობებსა და უფლებებს.

წესდება - სტუდენტური გაერთიანების დეტალური პროცედურები და სამუშაო სახელმძღვანელო, რომელიც არეგულირებს სტუდენტური გაერთიანების ყოველდღიურ საქმიანობას რეგლამენტის შესაბამისად.

რეგულაციები

მუხლი 1: სტუდენტური გაერთიანების დასახელება

1.1. სტუდენტური გაერთიანების ოფიციალური სახელწოდებაა - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტური აკადემია.
1.2. თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტური აკადემიის შემოკლებული დასახელებებია „სა“ და „სა - თსა“.

მუხლი 2: ზოგადი პრინციპები

2.1. სა არის თსა-ში ჩარიცხული სტუდენტების წარმომადგენლობითი თვითმმართველობის ერთეული, მიუხედავად მათი პროგრამის ხანგრძლივობისა. სა-ის წევრები არიან როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები.
2.2. სტუდენტური აკადემია არის თსა-ს სტუდენტების ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც არის თვითმმართველი ერთეული.
2.3. სა არის არაკომერციული, არარელიგიური და არაპარტიული.
2.4. სტუდენტები ირჩევენ გაერთიანების ხელმძღვანელებს ყოველწლიურად.

მუხლი 3: სტუდენტური აკადემიის მიზნები

3.1. თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტების განათლების ხელშეწყობა.
3.2. სტუდენტური აკადემიის წევრების წარმოჩენა და კომუნიკაციის დამყარება სტუდენტურ აკადემიასა და სხვა ინსტიტუციურ ერთეულებს შორის.
3.3. თბილისის სამედიცინო აკადემიის ყველა სტუდენტის ხელშეწყობა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა.
3.4. თსა-ში სტუდენტური საზოგადოებების, კლუბების, ასევე სპორტული, სოციალური და კულტურული აქტივობების ხელშეწყობა.
3.5. ხელშემწყობი პირობებისა და სერვისების უზრუნველყოფა როგორც თსა-ს სტუდენტებისათვის, ასევე, ფართო საზოგადოებისათვის.
3.6. სტუდენტური აკადემიის წევრებს შორის პროფესიული დამოკიდებულებებისა და ეთიკური ქცევების ხელშეწყობა.
3.7. ეს მიზნები უნდა განხორციელდეს დისკრიმინაციის გარეშე, ისე, რომ არ შეიზღუდოს არავის უფლება ასაკის, გენდერის, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, ქმედუნარიანობის ან სამედიცინო მდგომარეობის მიუხედავად. გარდა ამისა, შეიძლება მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები სტუდენტებს შორის თანაბარი შესაძლებლობებისა და უფლებების ხელშესაწყობად.

მუხლი 4: წევრობა

4.1. თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩარიცხული ყველა სტუდენტი მოიაზრება, როგორც სტუდენტური აკადემიის წევრი, თუ თავად არ აცხადებს უარს აკადემიის წევრობაზე. სა-ს წევრობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სტუდენტი წერილობით მიმართავს სა-ს აღმასრულებელ ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ, სტუდენტი კვლავ გადაწყვეტს სა-ს წევრობას, აღნიშნულის თაობაზე ისევ წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს სა-ს აღმასრულებელ ორგანოს.
4.2. თბილისის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის წევრებს შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც სტუდენტური აკადემიის მხარდამჭერმა სამსახურმა ისე, რომ არ მოახდინონ სა-ს ავტონომიურობაზე გავლენა.
4.3. სა-ის წევრობაზე უარის თქმის შედეგებია:
ა. არაწევრებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სა-ს პროცედურებთან დაკავშირებულ არჩევნებში.
ბ. არაწევრებს არ აქვთ უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ხელმძღვანელ პოზიციაზე.
გ. არაწევრებს არ აქვთ უფლება დაიკავონ ხელმძღვანელის პოზიცია სა-ს რომელიმე კლუბში.

მუხლი5: სტრუქტურა

მუხლი 6: აღმასრულებელი ორგანო

6.1. სტუდენტური აკადემიის აღმასრულებელი ორგანო შედგება:
ა. ეთიკური ქცევის, პროფესიონალიზმისა და კეთილდღეობის ხელმძღვანელები (აირჩევა ერთი სტუდენტი ქართულენოვანი პროგრამიდან და ერთი სტუდენტი ინგლისურენოვანი პროგრამიდან).
ბ. საოპერაციო ხელმძღვანელები (აირჩევა ერთი სტუდენტი ქართულენოვანი პროგრამიდან და ერთი სტუდენტი ინგლისურენოვანი პროგრამიდან).
გ. კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი (აირჩევა მხოლოდ 1 წარმომადგენელი, რომელიც სრულყოფილად უნდა ფლობდეს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენას).
6.2. სტუდენტური აკადემიის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებებს სა-ს პოლიტიკის, სტრატეგიისა და მართვის საკითხებზე კენჭისყრის გზით.
6.3. ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას არ მოახდენს სტუდენტური აკადემიის საერთო პოლიტიკაზე, სტრატეგიასა და ფინანსებზე, შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ კლუბებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებმა.
6.4. სადაო საკითხების გარშემო, რეფერენდუმის ჩასატარებლად აუცილებელია, სა-ს ხელმძღვანელების ხმათა უმრავლესობა.
6.5. საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ირჩევს სა-ის გუნდის 2 წევრს, რომელიც მას უნდა დაეხმაროს მოვალეობების შესრულებაში.
6.6. სტუდენტური აკადემიის მხარდაჭერის სამსახური არის მხოლოდ საკონსულტაციო ორგანო, რომელსაც არ აქვს ხმის მიცემის ან გადაწყვეტილების მიღების უფლება.


მუხლი 7: აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელების მოვალეობები

7.1. აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობებია:
ა. მართავს აღმასრულებელი ორგანოს და სა წევრების რეგულარულ შეხვედრებს.
ბ. ორგანიზებას უწევს ყველა სხვა თემატურ შეხვედრებსა და საკონსულტაციო პროცესებს, რაც
სა-ს საქმიანობასთან არის დაკავშირებული
გ. იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სა-ს პოლიტიკასთან და გეგმებთან დაკავშირებით.
დ. წარადგენს სემესტრულ შემაჯამებელ ანგარიშებს სა-ს საქმიანობის შესახებ.
7.2. ოპერაციების თავმჯდომარეების კონკრეტული მოვალეობები:
ა. პასუხისმგებელნი არიან კლუბების ხელმძღვანელების მიერ განხორციელებული ღონისძიებების/შეხვედრების/პროექტების ლოჯისტიკური, ფინანსური, ოპერატიული ასპექტების ზედამხედველობაზე.
ბ. პასუხისმგებელნი არიან შეისწავლონ სა-ს წევრების საჭიროებები და ინტერესები. დაგეგმონ და ორგანიზება გაუწიონ თემატური კლუბის ხელმძღვანელების არჩევნებს.
გ. აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგების, ვებინარების, კლინიკური როტაციების, ვირტუალური მობილობისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების მოძიებაში. ამ საკითხებზე მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ თბილისის სამედიცინო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან.
დ. ყოველ აკადემიურ სემესტრში უნდა წარმოადგინონ მოხსენება იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა კონკრეტული სემესტრის განმავლობაში მათი მოვალეობების ფარგლებში.
ე. მულტიკულტურულ გარემოში შეძლოს მოქნილი და კომფორტული მუშაობა.
7.3. ეთიკური ქცევისა და პროფესიონალიზმის ხელმძღვანელების მოვალეობები:
ა. გაზარდონ ცნობიერება თსა-ს ქცევის კოდექსთან მიმართებით და ორგანიზება გაუწიონ პროფესიონალურ ქცევასთან და ეთიკასთან დაკავშირებულ შეხვედრებს/ვორქშოპებსს/ტრენინგებს (პლაგიატი, ბულინგი და ა.შ.).
ბ. პასუხისმგებელნი არიან აკადემიის საკონსულტაციო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყონ ისეთი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს სა-ს წევრების ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობას.
გ. ყოველ აკადემიურ სემესტრში უნდა წარმოადგინონ მოხსენება იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა კონკრეტული სემესტრის განმავლობაში მათი მოვალეობების ფარგლებში.
დ. მულტიკულტურულ გარემოში შეძლოს მოქნილი და კომფორტული მუშაობა.
7.4. საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მოვალეობა:

ა. კარგად ფლობდეს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენას და ჰქონდეს პროფესიონალური კომუნიკაციის უნარები.

ბ. იყოს პასუხისმგებელი სა-ის წევრებთან კომუნიკაციაზე და ინფორმაციის გავრცელებაზე.
გ. პასუხისმგებელი იყოს ისეთი აქტივობებზე, რაც ხელს უწყობს სა-ს ცნობადობის ამაღლებას.
დ. სა-ის წევრები სხვადასხვა საშუალებით უნდა ჩართოს აკადემიის საქმიანობაში.
ე. ყოველ აკადემიურ სემესტრში უნდა წარმოადგინოს მოხსენება იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა კონკრეტული სემესტრის განმავლობაში მისი მოვალეობების ფარგლებში.

მუხლი 8: უფლებები და პასუხისმგებლობები

8.1. ყველა წევრს უფლება აქვს ისარგებლოს სტუდენტური აკადემიის მიერ შემოთავაზებული პირობებითა და სერვისებით, ასევე, ჰქონდეს მარტივი წვდომა სტუდენტურ აკადემიასთან.
8.2. აღმასრულებელი ორგანო უძღვება სტუდენტური აკადემიის ყველა შეხვედრას. ისინი არიან სა-ს სპიკერები და სტუდენტური აკადემიის მხარდაჭერის სამსახურთან შეთანხმებით, სა-ის მოსაზრებებს წარუდგენენ თბილისის სამედიცინო აკადემიას და სხვა ორგანიზაციებს.
8.3. აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს სტუდენტური აკადემიის მართვის უფლება გადასცეს კლუბების ხელმძღვანელებს და მათ გუნდებს.
8.4. აღმასრულებელი ორგანო და კლუბების ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი არიან სტუდენტური აკადემიის პოლიტიკის, სტრატეგიული ხედვისა და სამოქმედო გეგმის შექმნასა და განხორციელებაზე კონკრეტული სასწავლო წლისთვის.
8.5. აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრი და სტუდენტური აკადემიის წევრები უნდა იცნობდნენ და ზედმიწევნით იცავდნენ თბილისის სამედიცინო აკადემიის ქცევის კოდექსს.

მუხლი 9: კლუბების მოვალეობები

9.1. ძირითადი თემატური კლუბები ჩამოყალიბდება თსა-ს სტუდენტებისა და თანამშრომლების მიერ, 2021-2028 წლების სტრატეგიულ გეგმაში იდენტიფიცირებული CSR პროექტების ღირებულებების შესაბამისად:
ა. იძულებით გადაადგილებული პირებისა (იგპ) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - მცხოვრები ოჯახებისათვის ჯანდაცვის საჭიროებების უზრუნველყოფა;
ბ. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (მ.შ. წამალდამოკიდებულების) მქონე პირების მხარდაჭერა;
გ. გარემოსდაცვითი/პლანეტარული ჯანმრთელობის შესახებ საჯარო ცნობიერების ამაღლება, როგორც დაავადებათა პრევენციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგია;
დ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდამჭერი, მათ შორის კვლევითი, ცნობიერების ამაღლებისა და სერვისის მიწოდების ღონისძიებებით, და
ე. ჯანმრთელობის განათლება ზოგადი მოსახლეობისთვის - დაავადებათა პრევენციის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პირველადი დახმარების უნარ-ჩვევების (მ.შ. კარდიო-პულმონარული რეანიმაციის - CPR) პოპულარიზაციით.
9.2. ძირითადი თემატური კლუბების გარდა, სტუდენტებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ კლუბები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით (მაგ: არტ კლუბი, პლანეტარული ჯანმრთელობის კლუბი).
9.3. კლუბების ხელმძღვანელების მოვალეობები:
ა. კონკრეტული თემისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა.
ბ. სტუდენტთა დახმარება კლუბის თემატიკასთან დაკავშირებული პროექტების დაწერაში.
გ. კლუბის წევრი სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა.
დ. მულტიკულტურულ გარემოში შეძლოს მოქნილი და კომფორტული მუშაობა.
9.4. სტუდენტური კლუბების მოვალეობაა სტუდენტური კლუბის მიერ ორგანიზებული ყველა პროგრამა და აქტივობა შეუსაბამონ თსა-ს პოლიტიკას, პროცედურებს, წესებსა და რეგულაციებს.
9.5. სტუდენტური კლუბის ან სტუდენტური აკადემიის სახელით გამართულ ღონისძიებაზე, სტუდენტური კლუბი პასუხისმგებლობას იღებს მისი წევრების ქცევაზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოქმედებენ როგორც სტუდენტური აკადემიის წევრები და არა როგორც ცალკეული სტუდენტები.
9.6. სტუდენტურ კლუბებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩაატარონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ყველა სტუდენტს მიცემს საშუალებას ჩაერთოს და/ან მიიღოს სარგებელი.
9.7. სტუდენტურმა კლუბებმა წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ ერთი ისეთი პროექტი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი და ასევე ჩაატარონ ერთი მასშტაბური საუნივერსიტეტო ღონისძიება.
9.8. სტუდენტური კლუბები უნდა შეთანხმდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი, არაძალადობრივი გზით, განსხვავებული აზრის პატივისცემის გათვალისწინებით.


მუხლი 10: პროცედურა კლუბების ხელმძღვანელებისთვის

10.1. თითოეული კლუბის ჩამოსაყალიბებლად არსებობს ორი გზა:
ა. აკადემიის წევრი მიმართავს სტუდენტური აკადემიის ხელმძღვანელობას და სთხოვს კლუბის შექმნას, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტულ თემასთან/აქტივობასთან. კლუბის შესაქმნელად, იგი ავსებს შესაბამის ფორმას, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა წევრისთვის. ფორმას ხელს უნდა აწერდეს სტუდენტური აკადემიის სულ მცირე 4 სხვა წევრიც, როგორც ამ კლუბის მომავალი წევრები.

ბ. ახალი კლუბის ფორმირებისათვის აუცილებელია სტუდენტური აკადემიის ხელმძღვანელების ინიციატივა. კლუბის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია სა-ს წევრების მინიმუმ 5 ხმა.
10.2. თითოეული კლუბი და მისი ხელმძღვანელი აირჩევიან 1 წლის ვადით.
10.3. 1 წლის დასრულების შემდგომ, კლუბის ხელმძღვანელის შერჩევა უნდა მოხდეს ხელახალი არჩევნების გზით.კლუბის ხელმძღვანელს შეუძლია იმუშაოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მხოლოდ 1 წლის განმავლობაში და მისი ხელახალი არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
10.4. ერთი კლუბის ხელმძღვანელი შეიძლება დასახელდეს სხვა კლუბის ხელმძღვანელად მისი ვადის დასრულების შემდეგ.
10.5. კლუბების ხელმძღვანელებმა უნდა შეინახონ თავიანთი კლუბის ყველა წევრის მონაცემთა ბაზა.

მუხლი 11: სანქციები

11.1. სა-ის ან მისი წევრების წინააღმდეგ ბრალდებების არსებობის შემთხვევაში, თსა-ს ადმინისტრაციული კომიტეტი, განიხილავს შემოსულ განაცხადებს.
11.2. ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე აღსრულების პასუხისმგებლობა ეკისრებათ ეთიკური ქცევის, პროფესიონალიზმისა და კეთილდღეობის მიმართულების ხელმძღვანელებს.
11.3. შესაძლო სანქციები მოიცავს (თუმცა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება) საყვედურს, წერილობით გაფრთხილებას და/ან თანამდებობიდან გადაყენებას.
11.4. სერიოზული გადაცდომის შემთხვევაში, რომელიც არღვევს თბილისის სამედიცინო აკადემიის ქცევის კოდექსს ან/და საფრთხეს უქმნის სა-ს ან თსა-ს ინტერესებს, შესაძლოა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.
11.5. ინდივიდს შეუძლია გაასაჩივროს მასზე დაკისრებული სანქცია სტუდენტური აკადემიის მხარდაჭერის სამსახურთან (ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი) სანქციის შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

11.6. გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი სამი გარემოების შემთხვევაში:
ა. თუკი იყო პროცედურული გადაცდომა.
ბ. თუკი არსებობს მნიშვნელოვანი ახალი მტკიცებულება, რომელიც ადრე არ იყო საქმეში ხელმისაწვდომი.
გ. თუკი დაწესებული სანქცია იყო ზედმეტად მკაცრი.
11.7. თუ სააპელაციო განხილვა დაკმაყოფილებულია, ერთ-ერთი მიზეზის საფუძველზე, (11.6.) გადაწყვეტილების მისაღებად, სააპელაციო განხილვისას უნდა დაესწრონ სტუდენტური აკადემიის მხარდაჭერის სამსახურის და/ან თსა-ს ადმინისტრაციის მინიმუმ 2 წევრი და თსა-ს იურიდიული სამსახური.
11.8. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თსა-ს სააპელაციო კომიტეტი.
11.9. სააპელაციო კომისიის დასკვნა შესაძლებელია შეიცვალოს, გაუქმდეს ან დარჩეს ძალაში ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

მუხლი 12: აღმასრულებელი ორგანოს საარჩევნო პროცედურები

12.1. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად. აღმასრულებელი ორგანოს წევრი სტუდენტები ხელმძღვანელის პოზიციას იკავებენ ერთი წლის ვადით. ერთი და იმავე სტუდენტის იგივე პოზიციაზე ზედიზედ 2 წლის ვადით არჩევა დაუშვებელია, თუმცა, დასაშვებია იგივე სტუდენტის სხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევა.
12.2. სა-ის ნებისმიერ წევრს შეუძლია წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა თითოეულ თანამდებობაზე. რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად ყოველწლიური არჩევნების დროს.
12.3. კანდიდატების რეგისტრაციის პერიოდი უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 კვირისა.
12.4. კანდიდატებს ექნებათ 3 კვირიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდი, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი სამოქმედო გეგმა, სამოტივაციო წერილი, მიაწოდონ სტუდენტებს ინფორმაცია ფოტოებისა და ვიდეოების სახით მათი ბიოგრაფიის, მოხალისეობრივი, სოციალური და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოაქვეყნონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვებგვერდზე.
12.5. არჩევნები ჩატარდება ონლაინ პლატფორმის საშუალებით და სა-ის თითოეულ წევრს შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს მის რჩეულ კანდიდატს.
12.6. არჩევნებს ორგანიზებას გაუწევს თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი და მედიცინის სკოლის დეკანატი.
12.7. არჩევნების შედეგები გამოცხადდება ყველა საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით.
12.8. აღმასრულებელი ორგანოს რომელიმე წევრის გადადგომის ან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში უნდა გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები იმავე პრინციპით.
12.9. არჩევნებზე მიღებული შედეგები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თსა-ს სტუდენტების არანაკლებ 10%.

საკონტაქტო ინფორმაცია