სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისი


ფსიქოლოგის მომსახურების სერვისი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • სტუდენტთა საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა და მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად;
  • სტუდენტების, შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება ფსიქო-ემოციური პრობლემის იდენტიფიცირების მიხედვით;
  • ფსიქოგანათლების კუთხით სტუდენტებთან შეხვედრების თემატიკის შერჩევა, დაგეგმვა, ორგანიზება;
  • ფსიქოლოგიის მიმართულებით, კურიკულუმის გარეშე დაგეგმილი აქტივობების და სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა, მხარდაჭერა, მენტალურ ჯანმრთელობისა და პრევენციის თემატიკაზე;
  • ფსიქოლოგიასთან მომიჯნავე სფეროების/ინტერდისციპლინური მიმდინარეობების შესახებ ვორქშოპების/შეხვედრების ორგანიზება. 

ფსიქოლოგის მომსახურების სერვისთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია:  

მარიამ მაჭავარიანი - ფსიქოლოგი

ელ-ფოსტა: m.matchavariani@tma.edu.ge



კარიერული განვითარების სერვისი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • კარიერული განვითარების კუთხით სტუდენტების დახმარება და კონსულტაციის გაწევა, რაც მოიცავს საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და კარიერული დაგეგმვის უზრუნველყოფას;
  • სტუდენტებისთვის დახმარების გაწევას სწავლის, მუშაობის ან/და სტიპენდიების მოპოვების მიზნით სასწავლო აპლიკაციების მომზადებაში, სამოტივაციო წერილების შედგენაში, რეზიუმეს დახვეწაში;
  • არსებული და ახალი აკადემიური პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მოძიებასა და გაზიარებას;
  • სტუდენტების დახმარებას გაეცნონ და ადაპტირდნენ თსა-ს ინსტიტუციურ კულტურასთან რაც მოიცავს: სასწავლო პროცესის მართვას, დროის მენეჯმენტს და მათი ინიციატივების ხელშეწყობას და გაზიარებას;
  • მიმდინარე და სამომავლო სოციალური პროგრამების შესახებ სტუდენტებთან კომუნიკაციას.

კარიერული განვითარების სერვისთან დაკავშირებულ კითხვებზე საკონტაქტო პირია: 

ანა მამისეიშვილი

ელ-ფოსტა: a.mamiseishvili@tma.edu.ge