პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამებზე -
- რადიოლოგია (5 ადგილი)
- დერმატოვენეროლოგია (7 ადგილი)
რეზიდენტურაში მიღება მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2022 წლის 12-21 ოქტომბრის ჩათვლით.
წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
- განცხადება აკადემიის რექტორის სახელზე (გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ ფორმა)
- უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომის ასლი
- პირადობის მოწმობის ასლი
- მაძიებლის მოწმობის ასლი
- რეზიუმე (CV)
- ფოტო-სურათი
ჩარიცხვა მოხდება მაძიებლების მიერ მიღებული ქულების გათვალისწინებით და მათთან ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე, რომელიც ჩატარდება 2022 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში.
გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: residency@tma.edu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
599 51 85 80
ნინო უზნაძე
რეზიდენტურის სამსახურის ხელმძღვანელი
