სიახლე 11

ტრენინგები კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებლებისათვის

Lana Tskhovrebashvili

ტრენინგები კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებლებისათვის

კლინიკურ ეტაპზე სწავლების და შეფასების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით   აპრილი -ივნისის პერიოდში ჩატარდა ტრენინგები კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებლისათვის თემაზე - სწავლება და შეფასება კლინიკურ სასწავლო კურსებში. 

კლინიკურ სწავლებაში ჩართული ლექტორების მაქსიმალური ხელშეწყობისა და სასწავლო გარემოსთან მეტად დაახლოების მიზნით, ტრენინგები ჩატარდა კლინიკებში. 

შეხვედრებს უძღვებოდნენ სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი იოუკ დენეკენსი და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი კლინიკური სწავლების მიმართულებით - ნინო კეკენაძე. 

შეხვედრის ფარგლებში კლინიცისტები გაეცნენ  თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში უკვე დანერგილ ინოვაციებს, კლინიკური მსჯელობის  კონცეფციას, ეფექტური უკუკავშირის პრინციპებს, კლინიკურ სასწავლო კურსებში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რომელთაგან ნაწილი პილოტურად უკვე ხორციელდება თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში.