პირველადი გადაუდებელი დახმარება - ეს სიცოცხლისთვის იმდენად მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თსა-ს სტუდენტების ჩართულობით აკადემიის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი - პირველადი დახმარება და გულ-ფილტვის რეანიმაცია.
ტრენინგი ჩატარდა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტ LIFESTRAND-ის ფარგლებში, რომელიც თსა-ს კოორდინირებით ხორციელდება. პროექტის მიზანია პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში (საქართველო, უკრაინა) მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც დაზარალდა რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება.
პროექტი - „LIFESTRAND“, შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.
