თსა-ს მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსა ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა ზარნაძე, პერსონალის განვითარების პროგრამის - Erasmus Staff Mobility ფარგლებში იმყოფებოდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში. ვიზიტის ფარგლებში (11-17 ნოემბერი) მან მონაწილეობა მიიღო ანტიბიოტიკორეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულში და წარადგინა პრეზენტაცია - Hints of Antibiotic Resistance – Bacteriophages.
მობილობის ფარგლებში მას საშუალება ჰქონდა გაეზიარებინა ესპანელი კოლეგების გამოცდილება სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის სწავლებასთან დაკავშირებით და ასევე გასცნობოდა მასპინძელი უნივერსიტეტის კვლევით შესაძლებლობებს.
