მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გელოდებით ღია კარის დღეებზე თსა-ში!
თუ გსურთ შეიძინოთ პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარები, გაეცნოთ სტანდარტიზებულ პაციენტს, აღმოაჩინოთ სამედიცინო სიმულაციური პლატფორმა CyberPatient, გამოცადოთ ვირტუალური ანატომიური მაგიდის შესაძლებლობები, მაშინ გელოდებით თსა-ში!
თქვენ ასევე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას აკადემიის სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიის შესახებ. გარდა ამისა, გელოდებათ ტური აკადემიაში. მეგზურობას და მენტორობას კი თსა-ს სტუდენტები გაგიწევენ.
მარტის თვის ღია კარის დღეებზე რეგისტრაცია იწყება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ სესიაზე დაიშვება 26 აბიტურიენტი. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი:
https://forms.gle/VS6kvBXNvwGvLag16
გახსოვდეთ, რომ მედიცინა იწყება აქ!
