თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამებზე შემდეგ საუნივერსიტეტო კლინიკებში:
კლაიპედას უნივერსიტეტი (Klaipeda University), ლიეტუვა
- პროგრამის ხანგრძლივობა: 2 კვირა (აგვისტო)
- სტაჟირება ხორციელდება თსა-ს ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით და მოიცავს საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებს.
- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ თსა-ს მედიცინის და უცხოენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III და მომდევნო სემესტრებში და რომელთა სემესტრული GPA-ც აღემატება 2.0-ს
რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 მარტამდე
კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/K7tYokMA95NgAkVD8
დამატებითი კითხვებისთვის: international@tma.edu.ge
