თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია სემესტრული გაცვლითი შესაძლებლობებისთვის ბილატერალური თანამშრომლობის ფარგლებში აიდინის უნივერსიტეტში (Istanbul Aydin University), თურქეთი.
პროგრამის ხანგრძლივობა - 5 თვე
სტაჟირება ხორციელდება თსა-ს ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს თვიურ სტიპენდიას 300 დოლარის ოდენობით
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ თსა-ს მედიცინის და უცხოენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ VI და მომდევნო სემესტრებში და რომელთა ბოლო სემესტრის GPA-ც აღემატება 2.5-ს
რეგისტრაცია მიმდინარეობს 4 აპრილის 18:00-მდე.
კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/Mkt6xjK7kEUqj5aw5
დამატებითი კითხვებისთვის: international@tma.edu.ge
