თბილისის სამედიცინო აკადემიისა და საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა "დერმატოონკოლოგიისა და დერმატოსკოპიის საერთაშორისო სკოლა". სკოლა-კონფერენციას უძღვებოდნენ მოწვეული ლექტორი უკრაინიდან, საერთაშორისო ექსპერტი დერმატოონკოლოგიაში ბოგდან ლიტვინენკო და თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანი ლალი მეკოკიშვილი.
საერთაშორისო სკოლა კანის კიბოს პრევენციის ევროპული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ დერმატოლოგები თბილისიდან და რეგიონებიდან. ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების წარმომადგენლები, მათ შორის, თსა-ს რეზიდენტები.
კონფერენციამ წარმატებით გაიარა ევროპული აკრედიტაცია და მიენიჭა დიპლომისშემდგომი განათლების 7 ევროპული ქულა (CME).
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში. დასკვნით ნაწილში ჩატარდა ქვიზი და გამოვლინდა 3 გამარჯვებული.
გარდა ამისა, ევრომელანომის კამპანიის ფარგლებში, ტრადიციულად ივნისში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ჩატარდა კანის უფასო სკრინინგი.
