“პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოებისთვის საქართველოში” - კვლევა, რომელიც გამოქვეყნებულია BMJ Global Health-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
თსა ერთ-ერთი პირველი ინსტიტუციაა, რომელმაც არაერთი კონფერენცია მიუძღვნა პაციენტის უსაფრთხოების მართვის თანამედროვე მიდგომებს. სწორედ ეს საკითხია განხილული აღნიშნულ კვლევაში საქართველოში არსებული გამოწვევების კონტექსტში.
კვლევის თანაავტორია ლელა სტურუა, თსა-ს მოწვეული ლექტორი სამედიცინო ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების საგანზე, მედიცინის მაგისტრი, ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების სერტიფიცირებული სპეციალისტი პაციენტზე მორგებული კლინიკური პრაქტიკისა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გარე შეფასების დარგში. თსა-ში სამედიცინო ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების საგანი ისწავლება 2018 წლიდან, ხოლო, 2021 წლიდან სავალდებულო საგნის სტატუსი აქვს მინიჭებული.
კვლევა ხელმისაწვდომია ბმულზე - https://gh.bmj.com/content/
