თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამაზე ათათურქის უნივერსიტეტში, (Ataturk University) თურქეთი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 კვირა (აგვისტო)

სტაჟირება ხორციელდება თსა-ს ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს მგზავრობის (ავტობუსი) და საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ თსა-ს მედიცინის და უცხოენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III და მომდევნო სემესტრებში და რომელთა ბოლო სემესტრის GPA-ც აღემატება 2.0-ს

რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 მარტის 18:00 საათამდე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/K7tYokMA95NgAkVD8

დამატებითი კითხვებისთვის: international@tma.edu.ge