სიახლე 9

საზაფხულო სტაჟირება - მასარიკის უნივერსიტეტში

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

საზაფხულო სტაჟირება - მასარიკის უნივერსიტეტში

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამაზე მასარიკის უნივერსიტეტში (Masaryk University), ჩეხეთი.

პროგრამის ხანგრძლივობა - 4 კვირა

სტაჟირება ხორციელდება თსა-ს ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს ერთჯერად სტიპენდიას 300 ევროს ოდენობით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ თსა-ს მედიცინის და უცხოენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III და მომდევნო სემესტრებში და რომელთა ბოლო სემესტრის GPA-ც აღემატება 2.0-ს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 აპრილამდე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/KchfSKrc6tGpX7if8

დამატებითი კითხვებისთვის: international@tma.edu.ge