სიახლე 140

თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე

თბილისის სამედიცინო აკადემიამ მონაწილეობა მიიღო მასარიკის უნივერსიტეტში გამართულ Staff MUST 2026 კვირეულში.  თსა-ს წარმოადგენდა პროფესორი ია ავალიანი, ვიცე-რექტორი საერთაშორისო მიმართულებით.

ღონისძიებამ საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების 30-მდე ექსპერტი  გააერთიანა ევროპის, აფრიკის, უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო პროექტების მართვაში, სტუდენტების მობილობასა და ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავებაში.

გაცნობითი შეხვედრებისა და გუნდური აქტივობების შედეგად,თსა-მ გააფართოვა საერთაშორისო კავშირები ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მომავალი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.  ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს თსა-ს ინტერნაციონალიზაციას და სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის შექმნის მობილობის ახალ შესაძლებლობებს.