ცხადდება შიდა და გარე მობილობა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.
გარე მობილობა
პროგრამა: ინგლისურენოვანი მედიცინა (20 ადგილი)
- ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობაზე რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის 18:00 საათამდე.
- მობილობის მსურველ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გადალახული უნდა ჰქონდეს თსა-ში შესაბამის წელს არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგანში.
- მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით.
- სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მიმართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 11 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).
მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
- პირველ კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი;
- წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
- ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ (გაითვალისწინეთ რომ ცნობის დამზადებას დრო სჭირდება, გთხოვთ წინსწრებით შეუკვეთოთ)
- სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი/ამონაწერი. (წინსწრებით გამოითხოვეთ)
- მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა - 21 სექტემბრის ჩათვლით.
შიდა მობილობა
პროგრამა: ინგლისურენოვანი მედიცინა და სამკურნალო საქმე
- განცხადების მიღება 2026 წლის 23 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით.
- კრედიტების აღიარება, სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და შესაბამისი ბრძანების გამოცემა 2026 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 577 508 565 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tma@tma.edu.ge
