მობილობა მიზნად ისახავს პარტნიორ უნივერსიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკული მიდგომების გაცნობას და მიღებული საერთაშორისო გამოცდილების შემდგომ გაზიარებას კოლეგებისათვის.
მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით და მოიცავს როგორც მგზავრობის ხარჯს, ასევე დღიურ ანაზღაურებას
მობილობის შესაძლებლობები ცხადდება შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი, პოლონეთი (სწავლება/ტრენინგი) – 2 პოზიცია
- ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა (სწავლება, ტრენინგი) – 2 პოზიცია
- ალთინბაშის უნივერსიტეტი, თურქეთი (სწავლება, ტრენინგი) – 1 პოზიცია
მობილობის ხანგრძლივობა:
- 7 დღე - სალექციო მივლინებისათვის (5 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის)
- სწავლების მიზნით მობილობა მოიცავს კონკრეტული რაოდენობის სალექციო საათების ჩატარებას პარტნიორ უნივერსიტეტებში
- 7 დღე - მივლინება ტრენინგის მიზნით (5 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის)
- ტრენინგის მიზნით მივლინება მოიცავს ტრენინგებზე, სამუშაო შეხვედრებზე დასწრებას, დეპარტამენტის საქმიანობაში ჩართულობას და საუკეთესო პრაქტიკებთან გაცნობას.
- მობილობის ენა: ინგლისური
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 25 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ მობილობის სახე (Teaching/Training) და თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი (Lodz, Vilnius, Altinbash) (მაგ: teaching mobility to Vilnius Univeresity). წერილს თან დაურთეთ თქვენი CV. გაითვალისწინეთ! აღნიშნული დოკუმენტები აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!
წარმოდგენილი განაცხადებიდან თსა-ს შესარჩევი კომიტეტის მიერ განისაზღვრება წინასწარი სია აკადემიის სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, ხოლო საბოლოო კანდიდატის შერჩევა წარმოებს უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ. Შერჩევის პროცესში ყურადღება მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ტრანსდისციპლინური სწავლება, კვლევა და კვლევითი შესაძლებლობების განვითარება, კლინიკური სწავლება და ინკლუზია. პარტნიორი უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
დაინტერესების ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge გისურვებთ წარმატებას!
