საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში გამოცხადებულია სასწავლო სტიპენდიები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული სტიპენდიები ფინანსდება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ. რეგისტრაციის პერიოდია 2024 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით.
სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებგვერდზე: www.turkiyeburslari.gov.tr
