სიახლე 65

თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თბილისის სამედიცინო აკადემიასა და მალაგას უნივერსიტეტს (ესპანეთი) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტებისა და პერსონალისთვის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას, კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებასა და ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით პროექტებს, დოქტორანტურის ერთობლივ კოორდინატორობას, საერთო სასწავლო პროგრამების განვითარებასა და სამეცნიერო პუბლიკაციების გაცვლას.

პარტნიორობის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და სხვა აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებასა და პროფესიულ განვითარებას.