Student's Portal

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა


ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე “გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობა”  სწავლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ან უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224 ბრძანების შესაბამისად.

2024-2025 აკადემიური წლისთვის დოკუმენტების  მიღების ვადები განისაზღვრა 2024 წლის 20 მაისიდან 2024 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

სამაგისტრო პროგრამა “გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობა” მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  • ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა,
  • ჯანდაცვის სოციალური და ქცევითი ასპექტები,
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი,
  • ბიუჯეტირება და ეფექტიანობის შეფასება.

პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე პირს, ვინც ჩააბარებს შიდა გამოცდას.

პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე მის გარეთ, რაც მოიაზრებს სავალდებულო პრაქტიკას პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებში, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ახორციელებენ კვლევებს, პროგრამებს, იმუშავებენ პოლიტიკას. პრაქტიკული სწავლების პერიოდში სტუდენტები განივითარებენ უნარებს ანალიტიკურ და რაოდენობრივ, ლაბორატორიულ   მეთოდებში, პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზების დასახვაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებების პრაქტიკულ გამოყენებაში.

არჩევითი საგნების მრავალფეროვნება სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიღრმაოს ცოდნა საკუთარი ინტერესის სფეროში.

განმახორციელებელი აკადემიური/მოწვეული პერსონალის უმეტესობა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება საზოგადოებრივ ჯანმრთელობის პროგრამების და ინტერვენციების შემუშავების, დაგეგმვის, მართვისა და განხორციელების სფეროში.


საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს, 4 სემესტრს და მოიცავს 120 კრედიტს. კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) შესაბამისად ერთი აკადემიური წლის განმავლობაში სტუდენტის დატვირთვა მოიცავს 60 კრედიტს, თითოეული სემესტრის მანძილზე - 30 კრედიტს. აღნიშნული პროგრამისათვის 1 კრედიტი 25 ასტრონომიული საათის ეკვივალენტია.

სწავლების ენა: ინგლისური

 

სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პასპორტის ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა

  • სასწავლო ბარათი
  • სარეკომენდაციო წერილი
  • სამოტივაციო წერილი
  • CV
  • ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, Versant და სხვა) ან ცნობა იმის შესახებ, რომ დასრულებული აქვს ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა ინგლისურ ენაზე.

 

ტრანსფერის მსურველი აპლიკანტებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პასპორტის ასლი
  • სასწავლო ბარათი წინა უნივერსიტეტიდან (სასწავლო ბარათი უნდა მოიცავდეს დაგროვებულ კრედიტებს და გავლილ საათებს)
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  • ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, Versant და სხვა) გარდა იმ აპლიკანტებისა, რომლებიც წარმოადგენენ დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ უმაღლესი განათლება მიიღეს ინგლისურ ენაზე.

პროცედურები:

სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტს ენიშნება შიდა გამოცდა პროფესიაში და ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში).

ჩარიცხვასთან დაკავშირებულ ყველა სხვა პროცესს (დოკუმენტების თარგმნა, ლეგალიზაცია და აპლიკანტის დოკუმენტების აღიარება საქართველოს ხელისუფლების მიერ) წარმართავს თსა.

აპლიკანტის მიღების სრული პროცესი მოიცავს 21-30 დღეს.

ფინანსური ინფორმაცია: 

  • სწავლის წლიური საფასური: 5000$
  • რეგისტრაციის საფასური: 200$ (გადახდა ხდება წარმოდგენილი სავალდებულო დოკუმენტების განხილვის დასრულების შემდეგ). სწავლის წლიური საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად,  სემესტრის დაწყების წინ.

რეგისტრაციის საფასურის (200 $) გადახდა შესაძლებელია შუამავალი ბანკის მეშვეობით:

Citybank N.A., New York, USA SWIFT: CITIUS33
Account with Institution
 Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22 29a, Gagarin Str., 0160, Tbilisi, Georgia Beneficiary: Petre Shotadze Tbilisi Medical Academy Address: 51/2, Ketevan Tsamebuli Ave, 0144, Tbilisi, Georgia
Account: GE22BG0000000597008157

დამატებითი ინფორმაცია:

ვიზა და ემიგრაცია:

სტუდენტებს მოეთხოვებათ D3 საემიგრაციო ვიზა საქართველოში ჩამოსვლამდე. სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს: https://geoconsul.gov.ge/en

საცხოვრებელი: 
თბილისის სამედიცინო აკადემიას და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს  არ აქვს საერთო საცხოვრებელი. სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისი გაგიწევთ რეკომენდაციას ბინის ქირაობის/საზიარო ქირაობის, უბნის და სხვა დეტალების შესახებ.

სამედიცინო დაზღვევა: 
სწავლის დაწყებამდე სტუდენტები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ადგილობრივი ან საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევის მოწმობა. (ადგილობრივი სადაზღვევო პაკეტის ფასი მერყეობს თვეში 7-25 აშშ დოლარამდე).

სტუდენტის გზამკვლევი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: tma@tma.edu.ge