საერთაშორისო მობილობა
Erasmus+ მობილობის პროგრამები
საერთაშორისო მობილობა შესანიშნავი შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისა და თვალთახედვის არეალის გაფართოებისთვის. თსა სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობსმობილობის პროგრამებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან.
- University of Granada (Spain)
- University of Santiago de Compostela (Spain)
- University of Molise (Italy)
- Radboud University Nijmegen (Netherlands)
- Masaryk University (Czech Republic)
- Lodz Medical University (Poland)
- Warsaw Medical University (Poland)
- Grigore T. Popa University of Medicine and Pharmacy in Iasi (Romania)
Erasmus+ მობილობის პროგრამები, თავის მხრივ წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ შესაძლებლობებს, რომელიც ემსახურება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
თსა-ს პერსონალის მიერ Erasmus+ მობილობის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტების შედეგების დანერგვა წარმატებით ხორციელდება თსა-ს უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის მიერ და აღნიშნული პრაქტიკა მიღებული გამოცდილების დისემინაციისა და იმპლემენტაციის საუკეთესო მაგალითად იქნა შეფასებული Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ.
Erasmus+ მობილობის პროექტი თსა-ს სტუდენტებსა და პერსონალს, სრული დაფინანსებით სთავაზობს სხვადასხვა ვადით მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში. მობილობა სასწავლო მიზნით, თსა-ს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი სემესტრი, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. მობილობის ვადები და აპლიკაციის პერიოდი ცვალებადია და განისაზღვრება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ. რეგისტრაცია და სტუდენტთა შერჩევა წარმოებს ღია წესით შესაბამის ვადებში.
ძვირფასო სტუდენტებო, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ Erasmus+ მობილობა მეტად კონკურენტულია და რაოდენობრივად შეზღუდული, შესაბამისად, თსა-ს მიერ მოხდება მხოლოდ საუკეთესო კანდიდატების ნომინირება პარტნიორ უნივერსიტეტში.