Student's Portal



ჯანდაცვის სკოლის დეკანის მიმართვა

lela sturua

მოგესალმებით,

დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო დროში. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ნაბიჯებს ვდგამთ ახალი და ინოვაციური კლინიკური ინტერვენციებისკენ, ასევე ვებრძვით ახლადწარმოქმნილ და ხელახლა გამოვლენილ ინფექციური დაავადებებს, არაგადამდები დაავადებების სწრაფად მზარდ ტვირთს, კლიმატის ცვლილებას და სხვა. COVID19-მა,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამ საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოწვევამ, რომელმაც გლობალურად გავლენა მოახდინა ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, გაგვაცნობიერებინა ძლიერი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის აბსოლუტური საჭიროება და მნიშვნელობა.

დიახ, დღეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევები უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე და არასოდეს ყოფილა დრო, როცა მსოფლიოს უფრო მეტად სჭირდებოდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესიონალები. სწორედ აქ მდგომარეობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განათლების მნიშვნელობა.

გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის საშუალებით, ჩვენ, ვასრულებთ თბილისის სამედიცინო აკადემიისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მისიას, მოვამზადოთ მომავალი ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

ჩვენი ერთობლივი პროგრამა მოიცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მრავალ ასპექტს: მოლეკულებიდან, ქცევიდან, ორგანიზაციებიდან, სოციალური და ბუნებრივი დეტერმინანტებიდან დაწყებული, საზოგადოებასთან ურთიერთობით, ჯანდაცვის სისტემებით, ეკონომიკითა და პოლიტიკით დამთავრებული.

სწავლებისადმი ჩვენი მიდგომა არის პრაქტიკული - ვამზადებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესიონალებისა და მკვლევრების მომავალ თაობას და გვსურს ისინი ჩამოვაყალიბოთ კრიტიკულ მოაზროვნეებად, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუდმივად განვითარებად და მზარდ გამოწვევებზე საპასუხოდ.

სწორედ ისინი არიან ჩვენი საქმიანობის ცენტრში. გვინდა სტიმული მივცეთ მათ შემოქმედებითობას, პრობლემის ანალიზისა და გადაჭრის შესაძლებლობებს, რათა მომავალში საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში. ეს შესაძლებელია მხოლოდ თბილისის სამედიცინო აკადემიისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესანიშნავი აკადემიური პერსონალით, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებისგან, რომლებიც აქტიურად ვართ ჩართული სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობაში.

გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა ქმნის უნიკალურ გარემოს, სადაც შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ საკუთარი თავი, განავითაროთ საკუთარი უნარები და გამოიყენოთ თქვენი სრული პოტენციალი მიზნების მისაღწევად.

მე ნამდვილად მაქვს პატივი, ვიყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ოჯახის ნაწილი და ვიმედოვნებ, თქვენც შემოგვიერთდებით, რათა ერთად გავაუმჯობესოთ საზოგადოების ჯანმრთელობა.

პატივისცემით,
ლელა სტურუა