სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისი
ფსიქოლოგის მომსახურების სერვისი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- სტუდენტთა საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა და მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად;
- სტუდენტების, შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება ფსიქო-ემოციური პრობლემის იდენტიფიცირების მიხედვით;
- ფსიქოგანათლების კუთხით სტუდენტებთან შეხვედრების თემატიკის შერჩევა, დაგეგმვა, ორგანიზება;
- ფსიქოლოგიის მიმართულებით, კურიკულუმის გარეშე დაგეგმილი აქტივობების და სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა, მხარდაჭერა, მენტალურ ჯანმრთელობისა და პრევენციის თემატიკაზე;
- ფსიქოლოგიასთან მომიჯნავე სფეროების/ინტერდისციპლინური მიმდინარეობების შესახებ ვორქშოპების/შეხვედრების ორგანიზება.
ფსიქოლოგის მომსახურების სერვისთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია:
რა უნდა გააკეთოს სტუდენტმა თუ გახდა ბულინგის მსხვერპლი?
კარიერული განვითარების სერვისი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- კარიერული განვითარების კუთხით სტუდენტების დახმარება და კონსულტაციის გაწევა, რაც მოიცავს საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და კარიერული დაგეგმვის უზრუნველყოფას;
- არსებული და ახალი აკადემიური პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მოძიებასა და გაზიარებას;
- მიმდინარე და სამომავლო სოციალური პროგრამების შესახებ სტუდენტებთან კომუნიკაციას.