ჩვენს შესახებ
თსა-ს ისტორია

თბილისის სამედიცინო აკადემია დაარსდა 1992 წელს ქართველი ექიმის, პედიატრიული ქირურგის, პეტრე შოთაძის მიერ. 1970 წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მთელი მისი საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტთან (საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია), სადაც განვლო გზა ასპირანტიდან ბავშვთა ქირურგიის კათედრის გამგემდე და რექტორობამდე. თბილისის სამედიცინო აკადემია, პეტრე შოთაძის ინიციატივით დაარსდა, რომელსაც 1999 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ “პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია” (თსა) ეწოდა. დაარსების დღიდან, თსა-ს 2500-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში, უნივერსიტეტებში და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში.
მისია, მიზნები და ამოცანები

თსა-ს მისია: “თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში.
როგორ იქმნებოდა ლოგო

აკადემიის იდენტობა ვიზუალურად ლოგოს მეშვეობით გამოიხატება. მასში გამოსახულია ბუ, რომელიც სიბრძნის სიმბოლოა. აკადემია 30 წლიანი გამოცდილებისა და ისტორიის მატარებელია, სწორედ ამიტომ ბუ ჩვენს გერბად იქცა, ხოლო წიგნი, დაარსების თარიღით ლოგოს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ბოლო ეტაპი ფერის შერჩევაა. ლურჯი ფერი გახლავთ სიბრძნის, ერთგულების, ნდობისა და ავტორიტეტის სიმბოლო. რადგანაც აკადემია სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა და ამავე მოტივებზე ზრდის საუკეთესო ექიმებებს, ლოგოს გამომხატველი ფერი მარტივად შეირჩა.