უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა
თბილისის სამედიცინო აკადემიაში სწავლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ან უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224 ბრძანების შესაბამისად.
2024-2025 აკადემიური წლის
შემოდგომის სემესტრისთვის საბუთების
მიღების ვადები განისაზღვრა 2024
წლის 15 მაისიდან 2024
წლის 1 აგვისტოს
ჩათვლით.
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა
შემუშავებულია მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის, სამედიცინო განათლების მსოფლიო
ფედერაციის (WFME) სტანდარტების, CanMEDS 2015 ექიმის კომპეტენციის ჩარჩოს საფუძველზე და მორგებულია კრედიტების
ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემაზე (ECTS).
პროგრამა მიზნად ისახავს დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას საზოგადოებაში თანამედროვე ექიმის როლისა და
კომპეტენციების გათვალისწინებით
- მათ აღჭურვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნით, კომუნიკაციური,
კლინიკური, კვლევითი, სოციალური და თვითანალიზის უნარებით, სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისი მაღალი ეთიკური და
მორალური ღირებულებებით, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა მაღალ პროფესიონალიზმს და წარმატებულ მოღვაწეობას
როგორც ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
საგანმანათლებლო პროგრამის
ხანგრძლივობა არის 6 წელი და მოიცავს 360 ECTS კრედიტს (წლიური დატვირთვა 60, ხოლო სემესტრული-30 კრედიტი).
პროცესი სამ ფაზად არის წარმოდგენილი:
- საბაზისო, ქცევითი და სოციალური მეცნიერებები (სწავლის I-III წლები)
- კლინიკური მეცნიერებები (სწავლის IV-V წლები)
- ზოგადი სპეციალიზაცია (სწავლის VI წელი)
სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- პასპორტის ასლი
- სრული/ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულო საგნები: ქიმია, ბიოლოგია, ხოლო მე-3 საგანი ფიზიკა/მათემატიკა)
- შევსებული სააპლიკაციო წერილი და ფორმა
- NEET-ის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სავალდებულოა აპლიკანტებისთვის ინდოეთიდან)
ტრანსფერის მსურველი აპლიკანტებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პასპორტის ასლი
- სასწავლო ბარათი წინა უნივერსიტეტიდან (სასწავლო ბარათი უნდა მოიცავდეს დაგროვებულ კრედიტებს და გავლილ საათებს)
- შევსებული სააპლიკაციო წერილი და ფორმა
ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge
English, Versant და სხვ.) გარდა იმ აპლიკანტებისა, რომლებმაც სრული/ზოგადი განათლება მიიღეს ინგლისურ ენაზე და
წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
Application Letter
Application Form
პროცედურები:
სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, ჩარიცხვის
მსურველ აპლიკანტს ენიშნება ონლაინ გასაუბრება Zoom-ის მეშვეობით.
*ჩარიცხვასთან დაკავშირებულ
ყველა სხვა პროცესს (დოკუმენტების თარგმნა, ლეგალიზაცია და აპლიკანტის დოკუმენტების აღიარება საქართველოს
ხელისუფლების მიერ) წარმართავს თსა.
* აპლიკანტის მიღების სრული პროცესი მოიცავს 21-30 დღეს.
ფინანსური ინფორმაცია:
საგანმანათლებლო პროგრამა: მედიცინა
სასწავლო
ენა: ინგლისური
წლიური საფასური: 7000 $
რეგისტრაციის საფასური: 200$ (გადახდა ხდება მხოლოდ ონლაინ
გასაუბრების შემდგომ)
პირველი კურსის საფასურის გადახდა ხდება ერთიანად ჩარიცხვის პროცესში.
მომდევნო კურსებზე შესაძლებელია თანხის განაწილება ორად, რომლის გადახდაც შესაძლებელია სემესტრის დაწყების წინ.
რეგისტრაციის საფასურის (200 $) გადახდა შესაძლებელია შუამავალი ბანკის მეშვეობით:
Citybank N.A., New York, USA SWIFT: CITIUS33
Account
with Institution Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22 29a, Gagarini Str., 0160, Tbilisi,
Georgia Beneficiary: Petre Shotadze Tbilisi Medical Academy Address: 51/2,
Ketevan Tsamebuli Ave, 0144, Tbilisi, Georgia
Account:
GE09BG0000000624481701
დამატებითი ინფორმაცია:
ვიზა და ემიგრაცია:
სტუდენტებს
მოეთხოვებათ D3 საემიგრაციო ვიზა საქართველოში ჩამოსვლამდე. სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ
ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს: https://geoconsul.gov.ge/en
საცხოვრებელი:
თბილისის სამედიცინო აკადემიას არ აქვს საერთო
საცხოვრებელი. სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისი გაგიწევთ რეკომენდაციას ბინის ქირაობის/საზიარო ქირაობის, უბნის
და სხვა დეტალების შესახებ.
სამედიცინო დაზღვევა:
სწავლის დაწყებამდე
სტუდენტები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ადგილობრივი ან საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევის მოწმობა.
(ადგილობრივი სადაზღვევო პაკეტის ფასი მერყეობს თვეში 7-25 აშშ დოლარამდე).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: admission@tma.edu.ge