გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა

გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემისა (თსა) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი (MPH)

სწავლების ენა: ინგლისური

ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)

ვიდეო გალერეა

Video Thumbnail

თსა და ჯიპა წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პოლიტიკის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას

Video Thumbnail

პროგრამის მიზანია ჯანდაცვის სექტორში არსებულ უთანასწორობებთან ბრძოლა

Video Thumbnail

პროგრამა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში

Video Thumbnail

სტუდენტები შეძლებენ თანაბრად ისარგებლონ როგორც თსა-ს, ასევე ჯიპას ინფრასტრუქტურითა და სერვისებით

Video Thumbnail

თსა მედიცინაში და ჯიპა საჯარო პოლიტიკაში სტუდენტებს სთავაზობენ განათლების უკონკურენტო სტანდარტს


პროგრამის მიზანი:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ უპასუხონ დარგის დინამიურ მოთხოვნებს და წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში.

პროგრამა სრულად მოიცავს ყველა იმ გამოწვევასა და მიმართულებას, რომელიც აქტუალურია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. საგნების მრავალფეროვნება სტუდენტს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად შეისწავლოს დარგი. პრაქტიკულ უნარებზე განსაკუთრებული აქცენტით, პროგრამა განსხვავდება საქართველოში არსებული სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისგან.

დასაქმების სფეროები:

პროგრამის კურსდამთავრებული წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია დასაქმდეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო და/ან კერძო კომპანიებში, აკადემიურ დაწესებულებებსა და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში. კარიერული განვითარების შესაძლებლობები მოიცავს ეპიდემიოლოგიურ კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების შეგროვებას, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მასშტაბური პროექტების შემუშავებას, პროექტების ადმინისტრირებას, ზედამხედველობას, მონიტორინგსა და შეფასებას.

პროგრამის ძლიერი მხარეები:

  • პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება; პარტნიორი ორგანიზაციების მრავალფეროვნება, სადაც სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას და მიიღებენ რეალურ გამოცდილებას;
  • პროგრამაში შემავალი დისციპლინების მრავალფეროვნება; დარგის აღიარებული ექსპერტები, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას;
  • პროგრამის მიზნების, შედეგების, სტრუქტურისა და შინაარსის შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან;
  • სწავლება ინგლისურ ენაზე, რაც კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს დასაქმდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და იმუშაოს მულტინაციონალურ გარემოში;
  • არჩევითი კომპონენტების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა პროფესიული ფოკუსირება მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვადასხვა საკითხებზე;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიული მიმართულების და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების, პლანეტარული ჯანმრთელობის და სხვა მიმართულებების ჩართვა პროგრამაში ხელს შეუწყობს არსებული და მომავალი გამოწვევების ეფექტურ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაჭრას.

სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების გავლა

კანდიდატებმა, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა/პასპორტი
  • დიპლომი/ცნობა უნივერსიტეტიდან
  • ნიშნების ფურცელი (Transcript)
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • სამოტივაციო წერილი
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ბაკალავრიატი ან შემდგომი საფეხური გავლილია ინგლისურ ენაზე

*სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო

სწავლის საფასური:

სწავლის წლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 3800 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

მიღების რაოდენობა - 25 სტუდენტი

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის MES 4 24 0000012956 გადაწყვეტილებით, პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.


პარტნიორები

Contact Information

(+995) 032 291 24 84

tma@tma.edu.ge / info@gipa.ge