TEMPUS
კურიკულუმის განვითარება და რეგიონული სასწავლო
პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესების
მიზნით საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგებისთვის
2013 წლის დეკემბრიდან პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის
სამედიცინო აკადემია (თსა) ვესტმინსტერის უნივერსიტეტის თაოსნობით
ჩართულია ევროკავშირის მიერ საერთაშორისო პროგრამა Tempus-ის ფარგლებში
დაფინანსებულ პროექტში - “კურიკულუმის განვითარება და რეგიონული
სასწავლო პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესების მიზნით
საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგებისთვის”.
(DECERPH)
პროექტის ფარგლებში თსა პარტნიორობას უწევს კონსორციუმის შემდეგ წევრებს
- ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (UoW) (დიდი ბრიტანეთი)
- ფერრარას უნივერსიტეტი (UNIFE) (იტალია)
- რომის „ტორ ვერგატას“ უნივერსიტეტი (UNITOV) (იტალია)
- მურსიას უნივერსიტეტი (UMU) (ესპანეთი)
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) (საქართველო)
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) (საქართველო)
- ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU) (სომხეთი)
- მხიტარ ჰარატსის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი)
- ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) (აზერბაიჯანი)
- აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი (AMU) (აზერბაიჯანი)
- პროფესორ იეოლიანის სახელობის ჰემატოლოგიის ცენტრი (HC) (სომხეთი)
პროექტის ძირითადი მიზნებია
- ჰემატოლოგიის სწავლების მოდერნიზება, რესტრუქტურიზაცია და მოთხოვნებზე მორგება საბუნებისმეტყველო და მედიცინის სასწავლო პროგრამებისთვის სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში სწავლების ECTS-სისტემაზე დაყრდნობით
- ჰემატოლოგიის სწავლებისა და შეფასების შერეული და ელექტრონული მეთოდების დანერგვისთვის რესურსების მომზადება და განახლება საბუნებისმეტყველო და მედიცინის სასწავლო პროგრამისთვის სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში
- სამხრეთ კავკასიელი სპეციალისტების პროფესიული ტრენინგი ევროპულ უნივერსიტეტებში ჰემატოლოგიის სწავლების თანამედროვე მეთოდების ათვისებისთვის
- კავკასიის რეგიონული პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის დარგში
- ხარისხის კონტროლის და ეფექტური მართვის უზრუნველყოფა პროექტის განხორციელების პერიოდში
- პროექტის შედეგების გავრცელება მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისთვის
პროექტის ფარგლებში თსა-მ მიაღწია შემდეგ შედეგებს
- მოხდა კლინიკური ჰემატოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინის გამოყოფა და კურიკულუმში ინტეგრაცია
- გაძლიერდა ჰემატოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება სხვადასხვა ბაზისური საგნის ფარგლებში, მათ შორის, ჰისტოლოგიაში, ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში
- აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ჰემატოლოგიური ლაბორატორია, სადაც სწავლების პრე-კლინიკურ ეტაპზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაეუფლონ კლინიკური ჰემატოლოგიის მაღალ დონეზე შესწავლისთვის აუცილებელ ცოდნას და შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები
- თსა-მ უმასპინძლა ვესტმინსტერის უნივერსიტეტისა და კონსორციუმის სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების დელეგაციის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროექტის მიმდინარეობის და შედეგების შეჯამება