Student's Portal

საერთაშორისო ურთიერთობები


თსა-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სტრატეგიული მიზნების განხორციელებას და ხელს უწყობს აკადემიის ხილვადობის გაზრდას მსოფლიო საგანმანათლებლო რუკაზე, ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაუმჯობესების და აკადემიის თითოეული სტრუქტურული ერთეულის კოორდინირებული აქტივობების მხარდაჭერის გზით.


საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აკადემიის განვითარებას შემდეგი მიმართულებებით:

- საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ხილვადობის გაზრდა და რეპუტაციის დამკვიდრება

- საერთაშორისო გარემოს შექმნა საერთაშორისო სტუდენტების, პერსონალის და „სახლში ინტერნაციონალიზაციის“ გაძლიერების გზით;

- უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სასწავლო გეგმის ინტერნაციონალიზაციისა და ტრანსკულტურული განათლების გზით

- კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობა

- საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნა და წახალისება თსა-ს სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, სხვადასხვა ხასიათის და ხანგრძლივობის საერთაშორისო მობილობის პროგრამების უზრუნველყოფის გზით.

ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია

საკონტაქტო ინფორმაცია


ია ავალიანი

ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

  • i.avaliani@tma.edu.ge

    მაია რატიშვილი

    საერთაშორისო სტუდენტთა ჩარიცხვის კოორდინატორი

    ნატალია კოჭლაშვილი

    ERASMUS+ კოორდინატორი