მსოფლიო ფილტვის დღე

მსოფლიო ფილტვის დღე

🗓️ 2021-09-25

25 სექტემბერს მსოფლიო ფილტვის დღეს აღნიშნავს (World Lung Day-WLD). წლევანდელი კამპანიის სლოგანი არის „იზრუნეთ თქვენს ფილტვებზე და მათ ჯანმრთელობაზე“ 

2021-ის WLD ფოკუსირდება შემდეგ თემებზე:

1 - უთხარით არა თამბაქოს
2 - დაიცავით ფილტვები ვაქცინაციის გზით
3 - ისუნთქეთ სუფთა ჰაერი
4 - ივარჯიშეთ რეგულარულად

უთხარით თამბაქოს არა

თამბაქო ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის სიკვდილისა და ფილტვების მრავალი დაავადებას გამომწვევი მიზეზია. მისი კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიკატს, რომელთაგან ბევრი ტოქსიკურია და შეიძლება გამოიწვიოს კიბო.

თამბაქოსთვის თავის დანებება საუკეთესო საშუალებაა ფილტვების დასაცავად და საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
მოწევისათვის თავის დანებებიდან:

-20 წუთის გასვლის შემდეგ, პულსი და სისხლის მიმოქცევა იწყებს ნორმალიზებას.
-მოწევისთვის თავის დანებებიდან 12 საათის განმავლობაში სისხლში ჟანგბადის დონე იზრდება
-2-12 კვირის განმავლობაში სისხლის მიმოქცევა და ფილტვის ფუნქციები უმჯობესდება
-1-9 თვის განმავლობაში მცირდება ხველა და ქოშინი
-5-15 წლის განმავლობაში ინსულტის რისკი ისევე მცირდება, როგორც არამწეველ ადამიანებში
-10 წლის განმავლობაში ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ით ნაკლებია
-15 წლის განმავლობაში კი, გულის დაავადებების რისკი ისეთივეა, როგორც არამწეველებში. დაიცავით ფილტვები ვაქცინაციის გზით

ვაქცინაციამ შეიძლება დაგიცვათ უამრავი სხვადასხვა ინფექციური დაავადებისგან და დაგეხმაროთ ფილტვების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. პნევმოკოკური პნეუმონია, COVID-19, გრიპი და ყივანახველა არის რესპირატორული ინფექციების მაგალითები, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. ვაქცინაცია ასევე იცავს სხვა ადამიანებს და ამცირებს ინფექციების გავრცელების რისკს.

   ისუნთქეთ სუფთა ჰაერი

ჰაერის დაბინძურების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად,  10-დან 9 ადამიანი სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს. 

ჰაერის დაბინძურებას ერთნაირი გავლენა აქვს მსოფლიოს მოსახლეობაზე, ერთნაირად ვნებს როგორც ბავშვების, ისე ახალგაზრდების და მოხუცებს ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამდენად სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ იქ სადაც ვცხოვრობთ და ზოგადად, რა გავლენა აქვს სუფთა ჰაერს ჩვენს ჯანმრთელობაზე. 

ივარჯიშეთ რეგულარულად

ვარჯიში ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა: სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი და ა.შ  როდესაც ადამიანი ვარჯიშობს გული უფრო სწრაფად ძგერს და ფილტვებიც მეტი დატვირთვით უფრო აქტიურად მოიხმარს ჟანგბადს.
რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და უზრუნველყოფს ფილტვების ჯანმრთელობას.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01