ერთად ვდგავართ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის

ერთად ვდგავართ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის

🗓️ 2021-10-21

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა თსა-ს სტუდენტების მიერ მომზადებული თემატური პოსტერები ვარდისფერ ოქტომბერთან დაკავშირებით. ამასთანავე, სტუდენტებმა განიხილეს ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის „კიბოს სკრინინგის საყოველთაო გავრცელების ხელშემწყობი პროექტის“ შედეგები და ისაუბრეს კვლევის მნიშვნელობაზე. „ამ კამპანიის მთავარი მიზანი ჩემთვის და ჩემი ჯგუფისთის, როგორც აკადემიის სტუდენტებისთის და მომავალი ექიმებისთვის არის მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ჩვენი პოსტერის ინსპირაცია ადამიანების ინფორმირებულობაა და ყველაზე დიდი ინსპირაცია სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ამ დაავადებას ებრძვიან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დაავადების პრევენცია, დროულად აღმოჩენა და მკურნალობა. სწორედ ამაში გვეხმარება ვარდისფერი ოქტომბერი“ - კატრინ სონია გაბისი, ინგლისურენოვანი მედიცინის პირველი კურსის სტუდენტი.

პრეზენტაციები ასევე წარმოადგინეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ სხირტლაძემ და რადიოლოგმა თამარ ნინიკაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, ფოტოხელოვანმა დავით ქორიძემ წარმოადგინა მისი ნამუშევრები ძუძუს კიბოსგან განკურნებული ქალების შესახებ და ისაუბრა მათ ისტორიებზე. ღონისძიება ემსახურებოდა ხელოვნებასა და მედიცინას შორის კავშირის ხაზგასმას და პაციენტსა და ექიმს შორის ემპათიის მნიშვნელობის წარმოჩენას.

ოქტომბრის თვე (ვარდისფერი ოქტომბერი) ეძღვნება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას. წლევანდელი სლოგანია „Together We Rise” და კამპანია ფოკუსირდება ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ერთმანეთის მხარდაჭერა, რადგან მარტო არავინ უნდა ებრძოდეს კიბოს.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01