ინტეგრაციის კვირეულის ბოლო ეტაპზე სტუდენტებისთვის გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესია ჩატარდა. სესიის მიზანი იყო სტუდენტებში დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების, გუნდში მუშაობის, კომუნიკაციის უნარისა და კრიტიკულ აზროვნების განვითარება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების სწავლება.
„TBL არის ერთ-ერთი გზა, რომ ვაჩვენოთ სტუდენტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი. Მედიცინა უსაზღვრო, ამოუწურავი და სწრაფად განვითარებადია, შესაბამისად, აუცილებელია სხვადასხვა და ასევე ერთი და იგივე მიმართულების სპეციალისტების არა მხოლოდ არსებობა ერთ ან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ მათი შეთანხმებული, მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიღწეულ იქნას პაციენტისათვის ყველა შესაძლო, მათ შორის, საუკეთესო შედეგი“ - სალომე ბულისკერია, თსა-ს ლექტორი.
სესიამდე ერთი კვირით ადრე პედაგოგებმა სტუდენტებს გააცნეს TBL სესიის მიზანი, სწავლის შედეგები, დაჰყვეს ჯგუფებად და მიაწოდეს შესაბამისი ლიტერატურა. სესიის ფარგლებში სტუდენტებმა ჯგუფებად იმუშავეს დიაბეტით დაავადებული პაციენტის ქეისზე და შესაბამის დავალებაზე. დავალება მოითხოვდა სტუდენტების მხრიდან მოდულის ფარგლებში (ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია) მიღებული ცოდნის ინტეგრაციას და კლინიკური პრობლემის ამოხსნას.
„TBL გვაჩვევს გუნდურ მუშაობას, სტუდენტები ინტეგრირებულ დავალებებზე ერთად ვმუშაობთ, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება ეფექტური და სრულფასოვანი მომსახურება გაუწიოთ პაციენტს. სწორედ ახლა გავდივართ ენდოკრინულ სისტემას, შევისწავლით სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის დიაბეტს. რეალურ პაციენტთან პირდაპირი კომუნიკაცია დაგვეხმარა თემის უკეთ გააზრებაში. გავარჩიეთ ქეისი დიაბეტზე და ამ თემის ირგვლივ წარმოვადგინეთ პოსტერები“ - იაკო ბარაბაძე, ქართულენოვანი მედიცინის მეორე კურსის სტუდენტი.
მენტორებმა შეაფასეს, როგორც სტუდენტების მიერ ჯგუფურად შესრულებული ინტეგრირებული დავალება, ასევე მათი ინტერპერსონალური უნარები.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
