სტუდენტური პორტალი


სიახლეები


საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“

2020-06-29

საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“


პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ახორციელებს პროექტს - საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“. პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია - http://tiny.cc/4py5nz.

ინფექციური დაავადების გლობალური გავრცელება პანდემიის (ბერძნულად pan - ყველა, demos -მოსახლეობა) სახელწოდებით არის ცნობილი. ისტორიას არაერთი პანდემია ახსოვს, მაგალითად: შავი ჭირი, ქოლერა, კეთრი, ყვავილი, მალარია, ესპანური გრიპი, და სხვა. პანდემიებმა არა მხოლოდ ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, არამედ დაღი დაასვა საზოგადოების, ეკონომიკური და სოციალური სფეროების განვითარებას და, რა თქმა უნდა, ასახვა ჰპოვა ხელოვნებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია შავი ჭირის (Black Death) თემა (გილ ლი მიუსის მიანიატურის ფრაგმენტი - შავი ჭირის მსხვერპლთა დაკრძალვა ტურნაში, 1347-1352; ნიკოლას პოსინი - შავი ჭირი აშდოდში, 1630-1631).

პანდემიის გამოძახილია უცნაური ჩაცმულობის - ნიღაბი, სათვალე, სპეციალური მოსასხამი და ჯოხი დისტანციისთვის, ამსახველი გრავიურა (პოლ ფიურსტი - ექიმი შნაბელ ფონ რომი, 1656). სავარაუდოდ, ამ ჩაცმულობას ექიმები შავი ჭირით დაავადებულთან ვიზიტისას იყენებდნენ.

აღნიშნული ხელოვნების ნიმუშები პანდემიის ასახვის ერთეული შემთხვევები როდია. სხვა მაგალითების განსახილველად და ასევე ხელოვნების ნიმუშებში ინფექციური დაავადებების „ამოსაცნობად“ ჩაერთეთ პროექტში.
#SRNSFG