თსა-ში IFMSA წარმომადგენელი სტუდენტების კომიტეტი შეიქმნება

თსა-ში IFMSA წარმომადგენელი სტუდენტების კომიტეტი შეიქმნება

🗓️ 2022-06-10

თსა IFMSA წარმომადგენელი სტუდენტების შერჩევას იწყებს. პროგრამის ფარგლებში, ყოველ წელს, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი თვის განმავლობაში კლინიკურ სტაჟირებაზე წავიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში (ევროპა, თურქეთი, სამხრეთ ამერიკა, აზია). სტუდენტთა შერჩევისა და პროგრამის განხორციელების ეტაპებზე თსა-ს სტუდენტებს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (IFMSA) ოფიცერი საქართველოში თინათინ კუჭუხიძე ესაუბრა. მან სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტებში არსებული ადგილობრივი კომიტეტების შესახებ, როგორ მუშაობენ ისინი და რა უფლება-მოვალეობები აქვთ წევრებს. შეხვედრაზევე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, მათ შორის თსა-ში შესაბამისი სტუდენტური კომიტეტის შექმნის საკითხი.

IFMSA (International Federation of Medical Students’ Association) არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შვილობილი საერთაშორისო, არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც მილიონზე მეტ მედიკოს სტუდენტს აერთიანებს. IFMSA-ს ჰყავს 132 წევრი ორგანიზაცია მსოფლიოს 124 ქვეყანაში, ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UN), სამედიცინო განათლების მსოფლიო ასოციაციასთან (AMEE) და სხვა. 2018 წლის დეკემბერში საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) საშუალებით, თსა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. თსა-დან ყოველწლიურად 7-8 სტუდენტი მიემგზავრება ერთ თვიან სტაჟირებაზე სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე, ჩვენც ვმასპინძლობთ უცხოელ სტუდენტებს. 

„შეხვედრა გაიმართა IFMSA-ს წარმომადგენელთან, სადაც განვიხილეთ თუ რას სთავაზობს ეს ორგანიზაცია სტუდენტ მედიკოსებს, როგორც კლინიკური, ასევე სოციალური პროექტებისა და კვლევების კუთხით. სტუდენტებს შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას და მონაწილეობა მივიღოთ იმ პროექტებში, რომლებსაც IFMSA-ის და GMSA ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს. ჩვენთვის, როგორც მომავალი ექიმებისთვის სასარგებლოა ამ პროექტებში ჩართულობა, რადგან მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში. შესაბამისად, დიდი სურვილი მაქვს მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო ამ პროექტში და გავხდე თსა-ში IFMSA წარმომადგენელი სტუდენტური კომიტეტის წევრი“ - თამარ ქობულაშვილი ინგლისურენოვანი მედიცინის მეორე კურსის სტუდენტი.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01