თსა-ს დენდის ნეიროქირურგიული კლუბი

თსა-ს დენდის ნეიროქირურგიული კლუბი

🗓️ 2022-06-24

თსა-ში დენდის ნეიროქირურგიული კლუბი იქმნება. კლუბის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს თსა-ს ინგლისურენოვანი მედიცინის მეორე კურსის სტუდენტმა ნათია ბერიძემ გაუზიარა. ნათია ამავდროულად დენდის ნეიროქირურგიის კლუბის სენატორია თბილისის სამედიცინო აკადემიაში.

Walter E. Dandy Neurosurgical Society აშშ-ში 2011 წელს დაარსდა და მისი მიზანია შექმნას საერთო ფორუმი ნეიროქირურგებისთვის, რომელთა ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს, როგორც ქირურგების, ასევე სტუდენტებისა თუ რეზიდენტების განათლებას, დაეხმარება მათ კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და მარტივად ხელმისაწვდომს გახდის უახლეს ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

დენდის საზოგადოების მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სტუდენტური კლუბები, რომელიც უკვე 60-მდე ქვეყანაშია ჩამოყალიბებული. საქართველოც, ერთი წლის წინ, სწორედ ამ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა და მალევე დაიკავა საპატიო ადგილი “დენდის საერთაშორისო ოჯახში”.

დენდის მიზანია საქართველოს მასშტაბით შექმნას აკადემიური გარემო ნეიროქირურგებს, ნევროლოგებს, რეზიდენტებსა და მედიცინის სტუდენტებს შორის. ამ მიზნების მისაღწევად კლუბის ორგანიზებით არაერთი წარმატებული ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის - "თბილისის ნეიროქირურგიული სიმპოზიუმი“, რომლის ჩატარებაც წელსაც იგეგმება.

დენდის მიზანია გააღრმაოს ინტერესი ნეიროქირურგიის და ნეირომეცნიერების მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამედიცინო უნივერსიტეტებში სენატორების არჩევა, რომლებიც დენდის პირდაპირი წარმომადგენლები იქნებიან, უნივერსიტეტებში შექმნიან ლოკალურ კლუბებს და სტუდენტთა ჩართულობით უზრუნველყოფენ სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებას.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01