ალცჰაიმერის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

ალცჰაიმერის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

🗓️ 2022-09-22

თსა-ში ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა. ღონისძიება დენდი თსა-ს ლოკალური კლუბის ორგანიზებითა და საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა. თსა-ს სტუდენტებმა მიმოიხილეს დაავადებასთან დაკავშირებული საკითხები: დაავადების კლინიკური ნიშნები, მისი დიაგნოსტიკა, დიფერენციაციული დიაგნოზი, მკურნალობის გზები, ამ მიმართულებით არსებული უახლესი კვლევები და სხვ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ალცჰაიმერის ასოციაციის წარმომადგენლები, პროექტის კოორდინატორი/ ასოციაციის პრეზიდენტის ასისტენტი ანა კიკნაძე და პროექტ- მენეჯერი ლუკა დიასამიძე. მათ ყურადღება გაამახვილეს ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სტიგმასა და გამოწვევებზე.

დასასრულს, თსა-ს სტუდენტმა საბა ჩიქობავამ აუდიტორიას წარუდგინა მისი და თსა-ს სტუდენტების ჩართულობით განხორციელებული კვლევა, “A-251 მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის (MCI) თემზე დაფუძნებული გრძივი კვლევა საქართველოში”. კვლევა ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დემენცია. დემენცია არის პროგრესირებადი აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებასთან და ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნართან. კვლევა გამოქვეყნებულია ოქსფორდის ნეიროფსიქოლოგიის ჟურნალში https://academic.oup.com/acn/article-abstract/37/6/1395/6669008?redirectedFrom=fulltext&fbclid=IwAR1PMNXMEStAMrLbZIAihwO9PC5Kn-sHTMXXl6HT-86o8AIxICnCMsiz9Mc&login=false

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16