We use cookies for site functionality and analytics. Non-essential cookies load only with your consent. See our
Cookie Policy and
Privacy Policy.
თსა-ში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დისკუსია გრძელდება. თსა-ს ფსიქოლოგი ანი რაინაული სტუდენტებს ინტერაქციული შეხვედრის ფორმატში დეპრესიისა და სტრესის მართვის აუცილებლობაზე ესაუბრა. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია იმ საკონსულტაციო სერვისის შესახებ, რომელსაც თსა სტუდენტებს სთავაზობს.
სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისი გულისხმობს ფსიქო-კონსულტაციას, რომლითაც სარგებლობა თსა-ს ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. კონსულტაციის ფარგლებში ფსიქოლოგი ესაუბრება სტუდენტს ინდივიდუალურად და რეაგირებს სიტუაციის შესაბამისად.
შეხვედრაზე თემატური პრეზენტაცია წარადგინა თსა-ს ორმა სტუდენტმა. ლიზი მოყვანიძე აუდიტორიას ესაუბრა თემაზე - “მენტალური აშლილობები მხატვრობაში” და ვრცლად მიმოიხილა თუ როგორ გამოიხატებოდა დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და შფოთვითი აშლილობა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებში. მედეა კუსიანმა კი განიხილა ნერვული და ფსიქიკური აშლილობები ხელოვნებაში. როგორც მხატვრობაში, ასევე არქიტექტურაში, ლიტერატურაში და კინემატოგრაფიაში.
“მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები ცნობიერების ამაღლებასთან ერთად საშუალებას გვაძლევს უფრო გავერკვეთ საკუთარ თავში და გარშემომყოფ ადამიანებში. კარგია, რომ იმსხვრევა სტერეოტიპები და მსგავსი შეხვედრები ამას ნამდვილად უწყობს ხელს, რადგან მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური” - ანა გოგოლაძე, თსა-ს მეორე კურსის სტუდენტი.

ბოლო სიახლეები
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20