თსა-ში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

თსა-ში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

🗓️ 2022-12-05

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) 30 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორმა ირინე შოთაძემ თსა-ში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი საზეიმოდ გახსნეს.

გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელები პროფესორები სამედიცინო განათლების მიმართულებით ჟოზეტ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი, თსა-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

ნუნუ მიცკევიჩმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს საიუბილეო თარიღი მიულოცა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისების დაფუძნების უმთავრესი მიზანია ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მათ წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

საგრანტო ოფისის გახსნის შემდგომ, ირინე შოთაძემ, ისაუბრა თსა-ს ინსტიტუციური განვითარებისათვის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და აუდიტორიას გაუზიარა ინფორმაცია საიუბილეო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. თსა-ს საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორმა ნატალია კოჭლაშვილმა კი წარადგინა პრეზენტაცია თბილისის სამედიცინო აკადემიის საერთაშორისო პარტნიორობების შესახებ, მოკლედ მიმოიხილა აკადემიის მიმდინარე და დასრულებული საერთაშორისო აქტივობები.

ღონისძიების დასასრულს, თსა-ს რექტორმა, CIMED-ის ხელმძღვანელები პროფესორები ჟოზეტ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი საპატიო პროფესორის წოდებით დააჯილდოვა.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01