სტუდენტური პორტალი


სიახლეები


საგანმანათლებლო თამაში Bacteria Game

2023-02-17

საგანმანათლებლო თამაში Bacteria Game

თსა-ში საპილოტე რეჟიმში ჩატარდა ინოვაციური საგანმანათლებლო თამაში Bacteria Game. თამაშში მონაწილეობდნენ მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტები და აკადემიის პროფესორ მასწავლებლები.

Bacteria Game - ეს არის ინოვაციური საგანმანათლებლო თამაში, რომელიც შეიქმნა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, საფრანგეთის მიკრობიოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თამაშის პრინციპი მარტივია - მოთამაშეებმა კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ბაქტერიების სახალისო ნახატები უნდა დაუკავშირონ მათ შესაბამის მახასიათებლებს (მორფოლოგიური თავისებურებები, ვირულენტობა, ინფექციის წყარო, სამიზნე ორგანოები, შესაბამისი ანტიბიოტიკი, ბუნებრივი და შეძენილი რეზისტენტობა ანტიბიოტიკებისადმი) და ამავე დროს, იმავე პრინციპით, ამოიცნონ მოწინააღმდეგის ბაქტერია. ფრანგი კოლეგები თვლიან, რომ მსგავსი საგანმანათლებლო თამაში საშუალებას მისცემს სტუდენტებს მოახდინონ ცოდნის კონსოლიდაცია/ორგანიზება ბაქტერიებისა და შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის შესახებ, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, რაც ჯანდაცვის ერთ-ერთი გლობალური პრობლემის ანტიბიოტიკორეზისტენტული ბაქტერიების რიცხვის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

თამაშის მონაწილე თსა-ს სტუდენტები და პედაგოგებიც თვლიან, რომ თამაში სახალისოა და ხელს უწყობს ცოდნის ორგანიზებას, ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების აღმოჩენას და უკუკავშირის მიღებას.

საგანმანათლებლო თამაშების შესახებ ვრცელი სტატიები ხელმისაწვდომია ბმულზე: