შეხვედრა ჟურნალ „ავერსის“ რედაქტორთან

შეხვედრა ჟურნალ „ავერსის“ რედაქტორთან

🗓️ 2023-04-12

რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანებს სამედიცინო ინფორმაცია გასაგებ ენაზე მივაწოდოთ?! ამ თემაზე სასაუბროდ თსა-მ ჟურნალ „ავერსის“ მთავარ რედაქტორს, მარი აშუღაშვილს უმასპინძლა. მარი ამავდროულად თსა-ს კურსდამთავრებული და ალუმნი კლუბის წევრია, რომელმაც საკუთარი გამოცდილება მომავალ კოლეგებს გაუზიარა. მან ხაზი გაუსვა საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორად და მარტივად მიწოდების მნიშვნელობას. როგორ უნდა ესაუბრონ მომავალი ექიმები არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ მათი ოჯახის წევრებს და ზოგადად მათ, ვისაც სამედიცინო თემა აინტერესებთ. რა რესურსების გამოყენებაა შესაძლებელი სამედიცინო ინფორმაციის ფართო მასებამდე მისატანად და სხვ. 

„მიხარია, რომ საკმაოდ ბევრი სტუდენტია დაინტერესებული წერით. უკვე ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ექიმის და პაციენტის სწორი კომუნიკაცია. აუცილებელია, რომ ექიმს შეეძლოს, მარტივად, გასაგებად და სანდოდ გადასცეს ინფორმაცია პაციენტს და არამხოლოდ პაციენტს. ექიმის სიტყვას დიდი ძალა აქვს. მომავალმა ექიმებმა უნდა ისწავლონ როგორ ისაუბრონ ყოველგვარი სამედიცინო და მეცნიერული ტერმინოლოგიის გარეშე გასაგებად. ეს აუცილებელია არა მხოლოდ პაციენტებთან საუბრისას, არამედ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლადაც. მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტებმა უკვე გაინაწილეს თემატიკა, იმსჯელეს იმაზეც, თუ რა ფორმით და რა პლატფორმებით გაუზიარებენ მკითხველს თავიანთ სათქმელს“ - მარი აშუღაშვილი.

შეხვედრის მიმდინარეობისას გამოიკვეთა არაერთი თემა, რაც სტუდენტებსაც აინტერესებთ - მედიცინის პრეისტორია, სამედიცინო აღმოჩენები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვებითი დარღვევები, სწორი კვება და დიეტა, რეალური პაციენტების ისტორიების განხილვა და სხვა. ასევე, იმსჯელეს იმაზეც, თუ რა ფორმით და საშუალებებით გაუზიარებენ მკითხველს სათქმელს.

„სტუდენტებმა უკვე შევარჩიეთ ის თემები, რაზეც დავწერთ ბლოგს, გადავიღებთ პატარა ვიდეოებს ან გავაკეთებთ პოსტერებს, რომლის საშუალებითაც მივაწოდებთ ინფორმაციას მკითხველს სამედიცინო თემებზე მათთვის გასაგებ და მარტივ ენაზე. რჩევები და რეკომენდაციები უკვე მივიღეთ მარი აშუღაშვილისგან და მომდევნო შეხვედრაც დაგეგმილია. ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოგვივა“ - ელენე გუბელაძე მესამე კურსის სტუდენტი.

ბოლო სიახლეები


Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
🗓️ 2026-05-31
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
🗓️ 2026-05-22
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05