გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

🗓️ 2023-06-19

რა არის პლანეტარული ჯანმრთელობა და რატომ არის ეს ასე გადამწყვეტი ჩვენი, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის?   - ეკო კლუბის ორგანიზებით თსა-ში ამ თემაზე სემინარი გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც  გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა უძღვებოდნენ თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა მაღლაკელიძე და თსა-ს სტუდენტი რიშუ შაჰი. მათ აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება პლანეტარული ჯანმრთელობის მიმართულებით.

“მე ვარ თსა-ს ეკო კლუბის წევრი და ჩვენ ახლა ვართ იმ უნივერსიტეტში, რომელიც ხშირად ამახვილებს ყურადღებას პლანეტარულ ჯანმრთელობაზე და მის კორელაციაზე მედიცინასთან.  ჩვენთვის, როგორც მომავალი ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მეტი ამ თემის შესახებ.  უნდა ვიცოდეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა ჩვენს ყოველდღიურობაში.  მიდმივი პრაქტიკა და მუშაობა დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი CanMeds-ის როლები“ - რიშუ შაჰი, სტუდენტი.

შეხვედრის ფარგლებში მაკა მაღლაკელიძემ მიმოიხილა მის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მთავარი მიზანი იყო შეესწავლა რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) გამწვავებასა და ჰოსპიტალიზაციაზე. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ჰაერის დაბინძურების დონის 10 მიკროგრამი კუბურ მეტრზე მატებაც კი, სპეციფიკურად კი აზოტის დიოქსიდში, ასოცირდება ამ ორი დაავადების გამო ჰოსპიტალიზაციის 11%-ით ზრდასთან ბერლინში, ქალაქში, სადაც დაბინძურების ზღვრული მაჩვენებლები არ აჭარბებდა ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს.  

კვლევა -  Asthma and COPD exacerbation in relation to outdoor air pollution in the metropolitan area of Berlin, Germany - PubMed (nih.gov)

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16