ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია თსა-ში

ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია თსა-ში

🗓️ 2023-06-30

Erasmus+ Staff Mobility პროგრამის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) დელეგაციას უმასპინძლა. თსა-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრის წარმომადგენლები ლუკაშ ადამუსი, კაროლინა ჯეზიორეკი, მიხელ ბარტჩაკი და მედიცინის ფაკულტეტის რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარია სტანისევსკა. 

ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებისთვის სამედიცინო და აკადემიური პროფესიონალიზმისა და კომუნიკაციის უნარების სწავლა-სწავლების პრაქტიკის ადა მეთოდოლოგიის გავლა. ასევე, კლინიკური სწავლების ეტაპის, განსაკუთრებით კი რეაბილიტაციის სწავლების თავისებურებების გაცნობა და საერთაშორისო გარემოში კლინიკური მუშაობის გამოცდილების მიღება. ამასთან, სამუშაო შეხვედრები ორიენტირებული იყო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუმრები შეხვდნენ თსა-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ისაუბრეს ლოძის უნივერსიტეტსა და თსა-ში ფაკულტეტის განვითარების ხელშემწყობი აქტივობებისა და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, მოწვეულმა სტუმრებმა თსა-ს ლექტორთან ნატალია კოჭლაშვილთან ერთად პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისათვის ჩაატარეს სემინარები თემაზე „რა არის პროფესიონალიზმი მედიცინაში?“ 

სამუშაო შეხვედრები ასევე გაიმართა რეაბილიტაციის სასწავლო კურსის განმახორციელებელ ლექტორებთან თეონა შავშიშვილთან და დავით გურგენიძესთან. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს კლინიკური სწავლების, მათ შორის რეაბილიტაციის თავისებურებები საქართველოსა და პოლონეთში.

მარია სტანისევსკა ასევე დაესწრო სემინარებს რეაბილიტაციაში, მონაწილეობა მიიღო პაციენტის კონსულტაციაში და ჩაატარა ლექცია სტუდენტებისათვის „ტკივილის შემცირების არაფარმაკოლოგიური მეთოდები“.

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16