თსა-ს დელეგაციის ვიზიტი ვილნიუსის უნივერსიტეტში

თსა-ს დელეგაციის ვიზიტი ვილნიუსის უნივერსიტეტში

🗓️ 2023-07-04

ERASMUS+ პროექტ SAFEMED+-ის კონსორციუმის მორიგ შეხვედრას ვილნიუსის უნივერსიტეტმა (ვილნიუსი, ლიეტუვა) უმასპინძლა. თბილისის სამედიცინო აკადემიიდან (თსა) სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ია ავალიანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ცისანა ლომაშვილი, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი აკაკი სეფაშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ვასილ ჩინაშვილი და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ტურძილაძე.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში გამოსაცემი წიგნის ელექტრონული ვერსია. ასევე, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ვირტუალური ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (Virtual OSCE) სცენარების მომზადებაში, რომელსაც უძღვებოდნენ ესპანელი კოლეგები.

სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე თსა-ში, 2022-2023 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრის ბოლოს იგეგმება OSCE-ის ვირტუალური ფორმატის ჩატარება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.

ERASMUS+ პროექტ SAFEMED+-ის კონსორციუმის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ლიეტუვის, ესპანეთის, იტალიის, უკრაინის, სომხეთის და საქართველოს სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. მათ შორის, ვილნიუსის უნივერსიტეტი, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, კატანიის უნივერსიტეტი, ტერნოპილის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, ბუკოვინას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ერევნის ჰაიბუსაკის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის სამედიცინო აკადემია, რომელიც ამავდროულად პროექტის კოორდინატორი და აპლიკანტია.

SAFEMED+, რომელიც დაფინანსებულია EARSMUS+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაიწყო 2020 წლის ნოემბერში და დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბერში.

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16