ანტვერპენის უნივერსიტეტის დელეგაცია თსა-ში

ანტვერპენის უნივერსიტეტის დელეგაცია თსა-ში

🗓️ 2023-08-03

Erasmus+ Staff Mobility-ის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) ანტვერპენის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდა თსა-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის თემებზე: შეფასება სამედიცინო განათლებაში, შეფასება სამუშაო ადგილას (WPBA), თანატოლთა სწავლება, ტრენერების მომზადება. 

შეხვედრებს უძღვებოდნენ ნელე მიჩელი - ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი,  ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიიის (EURACTპრეზიდენტი,  მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერების საგანმანათლებლო საბჭოს წევრი, კრისტინ ვან დენ ბოგერდი ანტვერპენის უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის კოორდინატორი და კრისტოფ შოტერსი - კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის კოორდინატორი. 

ტრენინგების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა თსა-ს ლექტორებს პრეზენტაციების, ჯგუფური დავალებებისა და როლური თამაშების მეშვეობით გააცნეს როგორც ანტვერპენის უნივერსიტეტის, ასევე, საერთაშორისო გამოცდილება კლინიკურ გარემოში სწავლების,  შეფასების მეთოდებისა და უკუკავშირის მექანიზმების შესახებ.

 

შეხვედრებზე ასევე განიხილეს თანატოლთა სწავლების მნიშვნელობა, ტრენერების მომზადების გზებისა და სასწავლო გარემოს შექმნის  აუცილებლობა.

 

თსა-ში გამართულ სამუშაო შეხვედრებს წინ უძღოდა აკადემიის წარმომადგენლების ია ავალიანის, ნინო კეკენაძისა და თამარ შოთაძის ვიზიტი ანტვერპენში, რომლის ფარგლებშიც აკადემიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაჰკვირვებოდნენ ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკურ გამოცდის (OSCE)  მიმდინარეობას, ბელგიელი კოლეგების მუშაობას კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში და ასევე, კლინიკური ეტაპის სწავლებას.

 

თსა-ს წარმომადგენლებს ასევე შეხვედრები ჰქონდათ ანტვერპენის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტთან, სადაც განიხილეს უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16