სტუდენტური პორტალი


სიახლეები


AMEE-ს ყოველწლიური კონფერენცია

2023-09-11

AMEE-ს ყოველწლიური კონფერენცია

მსოფლიოს სამედიცინო სკოლების კალენდარში ყველაზე დიდი მოვლენა ევროპის სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) ყოველწლიური კონფერენციაა.

წელს, AMEE 2023-ს გლაზგომ (შოტლანდია) უმასპინძლა. კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა ჯანდაცვის პროფესიებში ფაკულტეტის განვითარების მე-7 საერთაშორისო კონფერენციაც.

თბილისის სამედიცინო აკადემია ორივე ღონისძიების მონაწილე იყო. კონფერენციებზე იმყოფებოდნენ აკადემიის წარმომადგენლები - ცისანა ლომაშვილი (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი), ნინო სიხარულიძე (ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ბიძინა ჩაჩხიანი (ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე), მაკა ზარნაძე (ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და კახა ბრეგვაძე (პროგრამების განვითარების დეპარტამენტი).

აკადემიის წარმომადგენლებს წარდგენილი ჰქონდათ ზეპირი პრეზენტაციები და ელექტრონული პოსტერები. ზეპირი მოხსენებები წარადგინეს ნინო სიხარულიძემ და მაკა ზარნაძემ. ხოლო, ელექტრონული პოსტერი წარადგინა კახა ბრეგვაძემ.

მაკა ზარნაძე

Effect of "Bacteria Game" on consolidation of knowledge in medical bacteriology and antibiotic therapy from the perspective of medical students

მატილდა ლესკატი (სორბონის უნივერსიტეტი, პარიზი, საფრანგეთი), მანანა ლოლაძე, საიფ რუსტუმი, ცისანა ლომაშვილი, დეა გოდერძიშვილი, მაგდა ტვილდიანი - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თბილისი, საქართველო).

ნინო სიხარულიძე

Impact of COVID-19 and lockdown-related mental health issues on learning performance in medical education

ბიძინა ჩაჩხიანი, სალომე ხუბულავა - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თბილისი, საქართველო);

ნ. კატრიენ ჰარგრეივსი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო).

კახა ბრეგვაძე

The Faculty Mentors’ Perceptions Towards Portfolio in Undergraduate Medical Curriculum at Tbilisi Medical Academy in Georgia.

ყოველწლიურ კონფერენციაზე პროფესიონალები და პედაგოგები მთელი მსოფლიოდან და ჯანდაცვის ყველა სექტორიდან იკრიბებიან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ ახალი იდეები, განიხილონ თუ როგორ ვითარდება ტექნოლოგიები, გააღრმაონ თანამშრომლობა, ჩაერთონ სხვადასხვა პრაქტიკულ ვორკშოპში და მიიღონ ის რესურსები, რაც გააუმჯობესებს მათ სამუშაო გარემოს.

AMEE-ს ყოველწლიური კონფერენცია აერთიანებს პროფესიონალებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ინსტიტუციებს და ორგანიზაციებს ჯანდაცვის სხვადასხვა სექტორიდან, თანამშრომლობის ქსელის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით. ყოველწლიური კონფერენცია შესაძლებლობაა, რომ მოხდეს ახალი კავშირების დამყარება, სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდების გაცნობა, უახლესი მიღწევებისა და პრაქტიკის გაზიარება, ასევე, ჯანდაცვის სექტორში კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და განვითარება.