საორიენტაციო შეხვედრები თსა-ში

საორიენტაციო შეხვედრები თსა-ში

🗓️ 2023-09-22

საორიენტაციო შეხვედრები პირველკურსელთათვის გრძელდება. პირველკურსელებთან მორიგი შეხვედრა გამართეს თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და სტუდენტური აკადემიის წევრებმა. შეხვედრის ფარგლებში ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ სტუდენტებს გააცნო თსა-ს მისია, მიზნები და გაუზიარა ინფორმაცია სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ, კერძოდ, ის, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ფსიქოლოგის სერვისით. გარდა ამისა, გააცნო ის, სოციალური პროექტები და პარტნიორები, რომელთანაც თსა სხვადასხვა  პროექტს ახორციელებს. 

სტუდენტური აკადემიის (სა) წევრებმა პირველკურსელებს გაუზიარეს სა-ს მიზნები, მიმდინარე პროექტები, არსებული სტუდენტური კლუბების შესახებ ინფორმაცია და სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის 6 დღე“ მონაწილე სტუდენტები, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის  დეტალებზე და მათი თვალით დანახული სოფლის ექიმის პროფესია და ყოველდღიურობა გაუზიარეს.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობდა და პირველკურსელთა ყველა საინტერესო შეკითხვას გაეცა პასუხი.

საორიენტაციო კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანთან და დეკანატის წარმომადგენლებთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან, საერთაშორისო ურთიერთობისა და კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლო პროცესის,  გაცვლითი პროგრამების და კვლევითი პროექტების შესახებ. 

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01