ბიოეთიკის მსოფლიო დღე თსა-ში

ბიოეთიკის მსოფლიო დღე თსა-ში

🗓️ 2023-10-20

„იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ იცხოვროს უსაფრთხო და წარმატებულ მომავალში, ახლავე უნდა დავიწყოთ მოქმედება, როგორც საკუთარი თავისთვის, აგრეთვე ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვცდილობთ გაჩვენოთ არსებული გამოწვევები, მათ პასუხებთან ერთად. კლიმატის ცვლილება არის დღის მთავარი საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე“ - ეს ამონარიდია თსა-ს პირველი კურსის სტუდენტების გიორგი ბარაქაძის, შმაგი ბურდულისა და დემეტრე პეტრიაშვილის მიერ წარდგენილი პრეზენტაციიდან, რომელიც ბიოეთიკის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. ეს არის დღე,  რომელიც ეძღვნება ეთიკური მოსაზრებების გაზიარებას სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში და ჯანდაცვაში. წლევანდელი თემაც „მომავალი თაობების დაცვა“ ხაზს უსვამს მომავალი თაობების კეთილდღეობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

„მომავალი თაობების დაცვა“ - სწორედ ამავე სათაურით გამოაცხადა თსა-მ სტუდენტური კონკური, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ნამუშევრები გადმოეცათ ხელოვნების სხვადასხა მედიუმის საშუალებით, როგორიც იყო მხატვრობა და პოეზია. ნაწილმა კი, სამეცნიერო პოსტერებით გადმოსცა საკუთარი სათქმელი. 

საკითხები, რომლებიც სტუდენტებმა საკუთარ ნამუშევრებში წინ წამოწიეს ეხებოდა კლიმატის ცვლილებას და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოტენციალს და ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ დამაფიქრებელ მხარეს ბიოეთიკის ჭრილში. ექიმ-პაციენტის ურთიერთობას, ინდივიდის როლს და პასუხისმგებლობას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. იმის გააზრებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის მსოფლიოში იყოს სუფთა ჰაერი, წყალი და ბიომრავალფეროვნება. 

შეხვედრის დასასრულს, სტუდენტები შეთანხმდნენ, რომ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდნენ ერთად უნივერსიტეტის “მწვანე პოლიტიკის” გაძლიერების მიზნით. ოლო სესიისას წამოჭრილი გარკვეული თემები კი თსა-ს დებატების კლუბის ჭრილში გაგრძელდება, რაც სტუდენტების კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას ემსახურება. 

სტუდენტების მიერ წარდგენილი ნამუშევრებიდან დამსწრე აუდიტორიამ ხმის მიცემით ერთი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა.

სტუდენტების ნაშრომების კატალოგი



ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01