ვემზადებით ISCOMS-ისთვის

ვემზადებით ISCOMS-ისთვის

🗓️ 2023-10-30

თსა-ს სტუდენტებმა ელენე ლილუაშვილმა და ელენე ლიპარტიამ, რომლებიც საერთაშორისო სტუდენტური (ბიო)სამედიცინო კონგრესის  (ISCOMS) ამბასადორები არიან, თანატოლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო გაეზიარებინათ ინფორმაცია ISCOMS-ის შესახებ. კერძოდ, რა არის ISCOMS? ვის და როგორ შეუძლია ამ საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობის მიღება და როგორ უნდა მოვემზადოთ ISCOMS 2024-სთვის. 

ამბასადორებმა, რომლებმაც თავადაც მიიღეს ISCOMS 2023-ში მონაწილეობა, სტუდენტებს გაუზიარეს კონგრესში მონაწილეობის შედეგად მიღებული გამოცდილება.

„დღევანდელი შეხვედრა ვფიქრობ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, შეეხებოდა წლევანდელ კონგრესს, რომელიც ჩატარდება ივნისში. ჩვენს სტუდენტებს გავაცანით ის შესაძლებლობები, თუ როგორ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ISCOMS-ის კონგრესზე, რა ტიპის კვლევები შეუძლიათ წარადგინონ და ზოგადად, რას მოიცავს ეს ღონისძიება“ ელენე ლილუაშილი, თსა-ს მეოთხე კურსის სტუდენტი .

საერთაშორისო სტუდენტური (ბიო)სამედიცინო კონგრესი (ISCOMS) - ეს არის სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური კვლევების და მათი განხორციელებისას მიღებული შედეგების საერთაშორისო დისემინაციის ხელშეწყობას. 

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16