მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრედერიკ ბანტინგისა და ჩარლზ ბესტის კვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების მოვლისთვის. მათ აღმოაჩინეს ინსულინი. ბანტინგისა და ბესტის თანამშრომლობის შედეგად არა მხოლოდ აღმოჩენილ იქნა ბიოლოგიურად აქტიური ცილა, ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის სამეცნიერო აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
ინსულინი მედიცინის სამეცნიერო მიმართულებით მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეფექტურ კომბინაციას წარმოადგენს. ლაბორატორიიდან აფთიაქამდე მოვლენების ჯაჭვით ჯანდაცვისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. თუმცა, ინსულინის აღმოჩენით ინოვაციები მხოლოდ დაიწყო. პრეპარატის მიწოდების მოწყობილობებმა და ციფრულმა ტექნოლოგიებმა მთლიანად გარდაქმნა დიაბეტის მართვა, რაც პაციენტის კეთილდღეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
პროექტის „InTech4MED: ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში ჩატარდა ჰიბრიდული ღონისძიება „ინსულინი: მეცნიერების და ტექნოლოგიების კომბინაცია“, რომელიც მიზნად ისახავდა ამ არაჩვეულებრივი სამეცნიერო მიღწევის დეტალების და კლინიკური სიმულაციური ქეისის განხილვას.
#TMA
#IliaUni
#CIF
ბოლო სიახლეები
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
