2023 წლის 28-30 ნოემბერს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ორგანიზებით ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2023 (MEDIC 2023)". ღონისძიება იყო აკრედიტებული EACCME®-ის მიერ.
კონფერენცია MEDIC 2023 მიზნად ისახავდა მედიცინის და ჯანდაცვის აქტუალური საკითხების განხილვას, ასევე ინოვაციური და ინტერდისციპლინური კვლევების და მათი შედეგების წარდგენას და ინტერაქტიური აქტივობების განხორციელებას. ღონისძიების განხორციელებისას ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტების კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართულ აქტივობებს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში განიხილა სადოქტორო განათლების, კვლევის შეფასების, ხელოვნური ინტელექტის ერაში აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის საკითხებს და ასევე მედიცინის მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვას, როგორიცაა ღეროვანი უჯრედები, მოლეკულური ონკოლოგია, ნეირომეცნიერებები, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა, პერსონალიზებული მედიცინა, პაციენტების უსაფრთხოება და სამედიცინო მონაცემების ანალიზი.
სამეცნიერო კონფერენციის "მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2023 (MEDIC 2023)" ფარგლებში გაიმართა სატელიტური სიმპოზიუმი. ღონისძიება გულისხმობდა თსა-ს და შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის "HPV საქართველოში" შედეგების პრეზენტაციას.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
