„შვილო, ჩვენ ვართ წარსული, თქვენ კი მომავალი. მართალია, ჩვენ ცხოვრების რაღაც მომენტში გადავიკვეთეთ, თუმცა, იმას, რასაც თქვენ მომავალში ნახავთ, ჩვენ ვეღარ მოვესწრებით, ხოლო რაც ჩვენ უკვე გავიარეთ და ვნახეთ, მაგის ნახვას თქვენ ვერ შეძლებთ, ამიტომ ხშირად მოდით, მოვუყვეთ ერთმანეთს ამბები“ - გვითხრა მოხუცთა სახლში მცხოვრებმა 85 წლის გიორგი ბაბუამ.
აქ მცხოვრებ მოხუცებს საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორია აქვთ. ყველამ თავისი ამბავი მოყვა. ზოგმა ლექსად და ზოგმაც სიმღერით. ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და შევეცადეთ წინასაახალწლო განწყობა შეგვექმნა მოხუცებისთვის.
„მადლობა, რომ ასე გაგვახარეთ და გაგვილამაზეთ დღე“ - ასე დაემშვიდობნენ ჩვენს სტუდენტებს ბებიები და ბაბუები. სტუდენტებიც დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან მათთან ახალი ისტორიების გასაზიარებლად.
თსა-ს სტუდენტები თბილისსა და რუსთავში მდებარე მოხუცთა სახლებს სტუმრობდნენ. მათ მოხუცებს საახალწლო საჩუქრები და მათთვის საჭირო ინვენტარი გადასცეს.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
